in

როგორ მოიპოვა ისრაელმა იმაზე მეტი ვაქცინა, ვიდრე სჭირდება

ისრაელს Pfizer-თან შეთანხმების მიღწევაში, მონაცემების გაზიარების დაპირება დაეხმარა

გასული წლის დასასრულს, ისრაელი ვაქცინის მოსაპოვებლად ბევრად დიდ ქვეყნებს უწევდა კონკურენციას. ახლა კი, მსოფლიოს ერთ-ერთ ინტენსიურ კამპანიას აწარმოებს, მოსახლეობის ვაქცინაციისთვის. დღეს, ისრაელს ბევრად მეტი ვაქცინა აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მიწოდების პროცესში, ვიდრე მოსახლეობას სჭირდება. მაინც, როგორ შეძლო 9 მლნ-მა ქვეყანამ დაერწმუნებინა კომპანიები, რომლებსაც ბევრად მსხვილ ბაზრებთან აქვთ ურთიერთობა, რაც შეიძლება სწრაფად მიეწოდებინათ ვაქცინა? პასუხი Pfizer-ის დირექტორის, ალბერტ ბურლას, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიემინ ნათანიაჰუსა და ჯანდაცვის მინისტრის – იული ედელსტეინს შორის გამართულ ინტენსიურ მოლაპარაკებებში უნდა ვეძიოთ.

პოლიტიკოსებმა პირობა დადეს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ უსწრაფეს კამპანიას წამოიწყებდნენ ვაქცინაციისთვის, ასევე, გაუზიარებდნენ მონაცემებს ვირუსთან გამკლავების ეფექტიანობაზე, იმ პირობით, რომ Pfizer ვაქცინის უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფდა. კომპანია დათანხმდა და მიწოდება, ჯერ კიდევ, დეკემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. ედელსტეინის თქმით, რომ არა ეს მიდგომა, კომპანია არც კი დააპირებდა ასეთ პატარა ბაზარზე შესვლას.

დამატებითი მომარაგების შედეგად, 2021 წლის მარტისთვის, ისრაელს სამივე ძირითადი მომწოდებლისგან იმაზე მეტი ვაქცინა ექნება მომარაგებული, ვიდრე ესაჭიროება.

თელ-ავივში, Pfizer-ის ვაქცინა ყოველკვირეულად ჩადის, მაშინ, როცა სხვა ქვეყნები, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ვერ ახერხებენ ვაქცინის მარაგების მოპოვებას. ისრაელმა უკვე შეძლო და ვაქცინის პირველი დოზით 2.6 მლნ მოქალაქე აცრა, მეორე დოზით – 1.1 მლნ – ძირითადად, 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები.

ნათანიაჰუს თქმით, ვაქცინაციის ტემპი ისრაელში 10-ჯერ სწრაფია, ვიდრე აშშ-ში.

Moderna საკუთარი ვაქცინით ისრაელის მომარაგებას მარტში დაიწყებს, გზაშია AstraZeneca-ს მილიონობით დოზაც. ამავე დროისთვის, ისრაელი გეგმავს Pfizer-ით მოსახლეობის სრულად აცრას.

ედელშტეინის თქმით, ჯერ არ არის ცნობილი, საით მიმართავს ისრაელი ვაქცინის დამატებით მარაგებს. ისრაელის მედიის განცხადებით, ამ მარაგების შეძენის თხოვნით, ქვეყანას უკვე მიმართა კვიპროსმა, თუმცა ჯანდაცვის მინისტრი ინფორმაციას უარყოფს.

“ჩვენ არ ვვაჭრობთ ვაქცინით. გვსურს დავრწმუნდეთ, რომ ვაქცინა ყველასთვის საკმარისია და თუ ასე იქნება, დავფიქრდებით, როგორ დავეხმაროთ უშუალო მეზობლებს – ფაქტი, რომ პალესტინელებს ახლა ძალიან უჭირთ, ისრაელის ინტერესებში არ შედის,” – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.

 

წყარო: ft

“მათთვის, ვინც პიროვნული განვითარების შემდეგ ეტაპს ეძებს” – LEO ინსტიტუტის სემინარი

ფილმი, მერაბ ნინიძისა და ბენედიქტს კამბერბეტჩის მონაწილეობით, 19 მარტიდან გამოვა