in

ისრაელის ახალი კოვიდსაწინააღმდეგო წამალი, რომელმაც 96% ეფექტურობა აჩვენა

თელ ავივში იჩილოვის საავადმყოფო ირწმუნება, რომ მათ შექმნეს კოვიდსაწინააღმდეგო წამალი, რომელიც ვირუსს კურნავს. პრეპარატის წინასწარი კვლევის შედეგებმა 96% ეფექტურობა აჩვენა.

BOG
BOG

პრეპარატი, სახელწოდებით EXO-CD24 ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კიბოს სამკურნალოდ მუშავდებოდა. პროფესორმა ნადირ არბერმა განაცხადა, რომ საავადმყოფომ შეისწავლა მედიკამენტის ეფექტურობა Covid-19-ით ინფიცირებულ მძიმე და საშუალო დონეზე მყოფ პაციენტებზე. 30 პაციენტიდან, რომლებმაც აღნიშნული პრეპარატი მიიღეს, 29-ის მდგომარეობა 2 დღეში გაუმჯობესდა, ერთ პაციენტს კი უფრო დიდი ხანი დასჭირდა გამოსაჯანმრთელებლად. 

კვლევის დადებითი შედეგების გათვალისწინებით, საავადმყოფომ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა და სასამართლო პროცესის გახანგრძლივება სთხოვა.

Reddit-მა უოლ სტრიტის “დამარცხება” სუპერთასზე 5 წამიანი საეთერო ჩართვით აღნიშნა

Clubhouse-ის მოწვევის სანაცვლოდ, ჩინელი ინტერნეტ მომხმარებლები 65 ევროს იხდიან