in

ისტორია არ უნდა წაიშალოს – ალტას გზავნილი დამოუკიდებლობის დღეს

იყო დრო, როდესაც ისტორიის მემატიანეებს უწევდათ ეტრატების გადაშლა და ახალი, უფრო მნიშვნელოვანი ტექსტის გამო ძველზე უარის თქმა. შედეგად, ჩვენამდე მოაღწია ინფორმაციის მხოლოდ მცირე ნაწილმა.

თანამედროვე სამყაროში, შესაძლოა გაუცნობიერებლად, მაგრამ თითოეული ჩვენგანი გახდა მემატიანე, ჩვენი „ეტრატი“ კი დღეს ჩვენი მობილური ტელეფონია – ფოტო გალერეა, სადაც ინახება მასალა ადამიანებზე, მოვლენებზე, გარემოზე. შესაძლოა, ჯერ ვერ ვხვდებოდეთ რამდენიმე წელიწადში რამხელა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს ერთ უბრალო ფოტოს. სწორედ ამიტომ, ასეთ ფოტოებს ტელეფონიდან ვშლით არასაკმარისი მეხსიერების გამო.

ალტამ გადაწყვიტა, რომ ეს ისტორია არ უნდა წაიშალოს და შექმნა საყოველთაო უფასო პლატფორმა – mematiane.com.ge, სადაც შესაძლებელია ავტვირთოთ ისეთი ფოტოები, რომლისთვისაც ტელეფონში ადგილი არ გვემეტება, თუმცა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის არქივისთვის შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანიც იყოს.

ამ ინიციატივის ანონსი სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაამთხვიეს და ისტორიკოს ბუბა კუდავას მოკლე ვიდეოთი შეგვახსენეს, რა მნიშვნელობის მატარებელი შეიძლება გახდეს ერთი უბრალო ფოტო ჩვენს ტელეფონში.

„ჩვენ თითქმის 30 წელია საქართველოში სიახლის შემომტანები ვართ და ფაქტიურად დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად გავიზარდეთ. ალტაში მომავლის გვჯერა. გვჯერა, რომ ხარისხიანი ტექნოლოგიები გვეხმარება უკეთესი მომავლის შენებაში და ამისთვის წარსული გამოცდილების შენახვა ძალიან მნიშვნელოვანია. ვინ იცის, რამდენი ისტორია ინახება ამ წლების მანძილზე ჩვენთან შეძენილ ტელეფონებში. გადავწყვიტეთ, რომ ხელი შევუწყოთ ამ ისტორიის მომავალი თაობებისთვის შენახვას. ეს პლატფორმა ამ ინიციატივის დასაწყისი იქნება და გაგრძელდება სხვა აქტივობებით.“ – აცხადებს ალტას დირექტორი ნოკა ბაინდურაშვილი.

პლატფორმის და კამპანიის შემოქმედებით კონცეფციაზე სააგენტო Playmakers-მა იმუშავა.

[პარტნიორის კონტენტი]

Google-ის AI გარკვეულ სიტყვებს ძიების ნაცვლად პირდაპირ ბრძანებად აღიქვამდა

„საქართველო, სახლი ჩემთვის“ – დეველოპერული კომპანია ბლოქსის მიერ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლი