in

IT აკადემია STEP – 3500-ზე მეტი სტუდენტი, ახალი წარმატებები და დაუვიწყარი ღონისძიებები

IT აკადემია STEP აგრძელებს იმ ადამიანების გაერთიანებას, ვისაც სურს სწავლა, განვითარება და ტექნოლოგიურ სამყაროში საკუთარი ადგილის პოვნა.

2025 წლის საშემოდგომო მიღება სტეპში ნამდვილად გრანდიოზული იყო – როგორც ციფრებით, ისე ემოციებით. საერთო ჯამში, დღეს უკვე 3500-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს IT აკადემია STEP-ში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აკადემიის პოპულარობას, ხარისხსა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომას.

როგორც გლობალური ლიდერი ბრენდი, IT აკადემია STEP 1999 წლიდან არის მსოფლიო ბაზარზე. საქართველოში, კი უკვე ორ ქალაქში, ორი ფილიალით არის წარმოდგენილი – თბილისი და თელავი.

თანამედროვე პროფესიები, თანამედროვე სწავლება

IT აკადემია STEP გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობებს, რათა ყველა მსურველმა საკუთარი ინტერესებისა და მიზნების შესაბამისად აირჩიოს სასურველი მიმართულება.

სტეპის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიული კურსებია:

  • პროგრამირება – თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი წამყვანი პროფესია, რომელიც კარიერულ შესაძლებლობებს არ აყალიბებს მხოლოდ ქვეყანაში, არამედ გლობალურ დონეზეც.
  • ქსელები და კიბერუსაფრთხოება – დარგი, რომელიც ყოველწლიურად უფრო აქტუალური ხდება და უზრუნველყოფს მაღალანაზღაურებად პოზიციებს როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
  • გრაფიკული დიზაინი – შემოქმედებითი სივრცე მათთვის, ვინც იდეებს ციფრულ ფორმას აძლევს და ვიზუალური აზროვნებით სამყაროს ცვლის.

სტეპის სტუდენტები იღებენ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ აქტიურ, პრაქტიკულ გამოცდილებას. ისინი მუშაობენ რეალურ პროექტებზე, ქმნიან საკუთარ პორტფოლიოებს და ამით უკვე სწავლების პერიოდში დგამენ პირველ ნაბიჯებს პროფესიულ სამყაროში.

სტეპის მთავარი უპირატესობა არის მოქნილი, ჰიბრიდული სწავლების მოდელი. სტუდენტებს შეუძლიათ, ისწავლონ დღის ან საღამოს ჯგუფებში შაბათ-კვირის ინტენსიურ რეჟიმში ან სრულიად ონლაინფორმატით. აქ გათვალისწინებულია თანამედროვე ადამიანის ცხოვრების ტემპი, ამიტომაც სწავლა ისეა ორგანიზებული, რომ შესაძლებელია მისი შერწყმა სამსახურთან, უნივერსიტეტთან ან სხვა საქმიანობასთან.

სტეპის ონლაინაკადემია – სწავლა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

სტეპის ონლაინპროგრამები კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის განათლებას. მათ შორისაა:

სტეპის ონლაინაკადემიის მთავარი უპირატესობებია მოქნილი გრაფიკი, სერტიფიცირებული მასწავლებლები და სწავლების მაღალი ხარისხი. აქ ონლაინკურსები სრულად ქართულ ენაზეა და ხელმისაწვდომია ყველასთვის, საქართველოს და მსოფლიოს ნებისმიერი ქალაქიდან.

საერთაშორისო სერტიფიკატები და რეალური გამოცდილება

IT აკადემია STEP-ში კურსების დასრულების შემდეგ სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ საერთაშორისო სერტიფიკატები, რომლებიც აღიარებულია მსოფლიოს წამყვანი IT კომპანიების მიერ.

უკვე ასეულობით სტეპერმა მოიპოვა საერთაშორისო სტატუსი, მათ შორის ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა Adobe Photoshop, Adobe Illustrator, JavaScript, C#, HTML და CSS. ეს ნიშნავს, რომ მათი კარიერა აღარ შემოიფარგლება მხოლოდ საქართველოს საზღვრებით – ისინი მზად არიან გლობალური ბაზრისთვის.

სტეპის სწავლების მოდელი მთლიანად ეფუძნება პრაქტიკულ გამოცდილებას. სტუდენტები რეალურ პროექტებზე მუშაობით სწავლობენ გუნდურობას, პრობლემის გადაჭრის უნარს და პროფესიული პასუხისმგებლობის მნიშვნელობას.

გარდა ამისა, მათ ეძლევათ ნეთვორქინგის უნიკალური შანსი – ურთიერთობა სფეროს ექსპერტებთან და პარტნიორ კომპანიებთან. აღსანიშნია, ცოცხალი YouTube პოდკასტი Night Talk @STEP რომელიც სტეპში უკვე მეორე წელია იმართება და აუდიტორიას, საინტერესო შეხვედრებს სთავაზობს. გადაცემის ჩაწერაზე დასწრება და პოდკასტში მონაწილეობა, კი მხოლოდ სტეპერებისთვისაა შესაძლებელი.

გადახედე ვიდეოებს და გამოიწერე Night Talk-ის YouTube არხი.

DESIGN DRAFTS გამოფენა 2025 – კრეატივის ზეიმი

საშემოდგომო მიღების ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო გრაფიკული დიზაინის ტრადიციული გამოფენა – DESIGN DRAFTS 2025, რომელიც წელს უკვე მერვედ გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდა 170-ზე მეტი სტუდენტი, რომლებმაც წარადგინეს 300-ამდე ნამუშევარი. სტეპის სარეკრეაციო ეკოსივრცე ფერებით, იდეებითა და ინოვაციებით იყო სავსე. 500-ამდე სტუმარი – მათ შორის სტუდენტების ოჯახები, მეგობრები და პარტნიორი ორგანიზაციები შეიკრიბნენ, რათა დაენახათ ახალგაზრდების ნიჭი და ენახათ, როგორ ცოცხლდება იდეა დიზაინის საშუალებით.

როგორც აკადემიის ხელმძღვანელი მაკა მახათაძე აღნიშნავს:

„DESIGN DRAFTS აერთიანებს წლების განმავლობაში შექმნილ საუკეთესო ნამუშევრებს. ეს არა მხოლოდ სტუდენტების მიღწევების ჩვენებაა, არამედ მათთვის ახალი გამოწვევა და სტიმულია უკეთესი შედეგების მისაღწევად“.

სწავლა ბავშვობიდან – მომავლის თაობისთვის

სტეპის ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულებაა Junior IT აკადემია. აკადემიაში სწავლა შესაძლებელია 9 წლიდან, რაც ბავშვებს აძლევს საშუალებას, დროულად გაიცნონ ტექნოლოგიური სამყარო და განივითარონ შემოქმედებითი და ლოგიკური აზროვნების უნარები.

ამ მიდგომამ უკვე არაერთი წარმატებული ისტორია შექმნა – ბევრმა სტუდენტმა ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში დაიწყო მუშაობა IT სექტორში.

ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო!

მიღების დღეს სტეპერებს ელოდათ მრავალფეროვანი აქტივობები, თამაშები და სიურპრიზები – დღე, რომელიც სწავლასთან ერთად ემოციებითა და გუნდურობით იყო სავსე.

სწავლის დაწყება სტეპში, არის მომენტი, როდესაც სტუდენტები, ლექტორები და სტეპის ადმინისტრაციული გუნდი, ერთად ზეიმობს წარმატებას, რომელიც შრომის, მონდომებისა და მიზანდასახულობის შედეგია.

IT აკადემია STEP-ის ახალ სასწავლო წელს სახალისო თამაშებით იწყებს. ეს მიდგომა ასახავს სტეპის საერთო ფილოსოფიას – სწავლა უნდა იყოს არა მხოლოდ ინფორმაციის მიღება, არამედ საინტერესო და სახალისო პროცესი. სწორედ ამიტომ, სტეპის სასწავლო წლის დაწყების ღონისძიება მთლიანად თამაშებს ეთმობა:

  • მაფიის ღამე
  • რა? სად? როდის?
  • სამაგიდო თამაშები
  • ვიდეო თამაშები
  • ჭადრაკის ტურნირი

გართობაზე ორიენტირებული სასწავლო გარემო სტუდენტებს ეხმარებათ, როგორც ერთმანეთის უკეთ გაცნობაში, ისე ახალი, მნიშვნელოვანი უნარების განვითარებაში.

IT აკადემია STEP აგრძელებს განვითარებას და გიწვევს იმ სამყაროში, სადაც ცოდნა, პრაქტიკა და გართობა ერთიანდება, უკეთესი მომავლის შესაქმნელად – განვითარდი და განავითარე!

[პარტნიორის კონტენტი]

„მთავარია, გჯეროდეს, რომ რაც იცი, ყველაფერი არაა“ – ლადო მალაზონია

MAN-ის საერთაშორისო კონფერენცია თბილისში „თეგეტას“ ორგანიზებით გაიმართა