დღევანდელ ციფრულ სამყაროში ბავშვებს დაბადებიდან აქვთ წვდომა ციფრულ ტექნოლოგიებზე. ისინი საკმაოდ დიდ დროს ატარებენ ე.წ გაჯეტებთან. ეს მოცემულობა გარკვეულწილად მნიშვნელოვანია მათი სამომავლო განვითარებისთვის, თუმცა დროის კონტროლისა და გაუაზრებლად მთელი დღის გაჯეტებთან გატარებამ შესაძლოა მოზარდებში ძალიან დიდი პრობლემები წარმოშვას.
ხშირ შემთხვევაში, ბავშვები ინტერნეტის ინტენსიური მომხმარებლები არიან და მთელ რიგ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს იყენებენ. ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ბავშვები შესაძლოა სხვადასხვა ონლაინრისკის ქვეშ მოექცნენ, მაგრამ ასევე შეუძლიათ, გამოიყენონ ციფრული ტექნოლოგიები მათი შესაძლებლობის გასავითარებლად.
ციფრული წიგნიერება სხვადასხვა საჭირო უნარის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ის ხელს უწყობს ბავშვებში ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების განვითარებას, რაც მათ საშუალებას აძლევს, იყვნენ უფრო მეტად დაცულნი და ინფორმირებულნი მზარდ ციფრულ სამყაროში.
თუ შეატყობთ, რომ ბავშვს იტაცებს თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სხვადასხვა საინტერესო აქტივობა, სასურველია ხელი შეუწყოთ მისი ინტერესების რეალიზებას. ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, კომპიუტერული თამაშების სპეციფიკური მახასიათებლები ბავშვების გონებრივ განვითარებას უწყობს ხელს. თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით ბავშვის განვითარებას ძალიან დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია, რადგან ამ პროცესებში ისინი სწავლობენ თუ როგორ იმუშაონ საკუთარ თავზე, დაგეგმონ და მიაღწიონ მიზნებს. შესაძლოა, ამ მიმართულებით ადრეული ასაკიდანვე განვითარებამ ბავშვის სკოლაში სწავლის პერიოდშივე დასაქმებას შეუწყოს ხელი, რაც შემდგომში მის წარმატებულ მომავალს განაპირობებს.
ხშირად ხდება, როდესაც ადამიანებმა სკოლის დასრულების შემდეგაც არ იციან, რა პროფესიას დაეუფლონ. მათ ასევე, არ აქვთ ინფორმაცია სხვადასხვა მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიის შესახებ. მაგ. IT სფერო დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული მიმართულებაა. ხშირად სკოლის მოსწავლეები დაინტერესებული არიან უახლესი ტექნოლოგიებით, დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან და დაკავებულნი არიან სხვადასხვა აქტივობით, თუმცა არ იციან, როგორ აქციონ ჰობი შემოსავლის წყაროდ ან სად დაიწყონ სიღრმისეული სწავლა IT მიმართულებით.
IT აკადემია STEP ყველა მსურველს, მათ შორის ბავშვებს აძლევს შანსს, დაეუფლონ სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამას, ასევე, თითოეული კურსის დასრულების შემდეგ აკადემია ზრუნავს წარმატებული სტეპერების დასაქმებაზეც. აკადემიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ადრეული ასაკიდანვე ბავშვების განვითარებას და ამისათვის STEP-ში შექმნილია Junior IT აკადემია 9-13 წლამდე ბავშვებისთვის და თინეიჯერებისთვის.
Junior IT აკადემიაში სწავლის დროს ბავშვები ეცნობიან კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, პროგრამირებას, ინტერნეტსა და ქსელურ უსაფრთხოებას. ისინი ასევე სწავლობენ საკუთარი კომპიუტერული თამაშების, 2D და 3D პერსონაჟების შექმნას, სწავლობენ, როგორ იმუშაონ ტექსტურ და გრაფიკულ რედაქტორებთან, ამზადებენ პრეზენტაციებს და იძენენ კოდის წერის საბაზისო უნარებს.
Junior IT აკადემია-ში, ასევე, შემუშავებულია ტექნოლოგიური კურსები ბავშვებისთვის, ვინც გატაცებულია მომავლის პროფესიებით. აქ ისინი სწავლობენ ვებსაიტების შექმნას, პროგრამირებას, დიზაინს, თამაშების შექმნას, 3D მოდელირებასა და რობოტექნიკის ინჟინერიას. რაც მთავარია, ბავშვები თეორიულ ცოდნასთან ერთად ივითარებენ პრაქტიკულ უნარებს და მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში იყენებენ. Junior IT აკადემია-ში სწავლის პერიოდში ბავშვები ქმნიან საკუთარ პროექტებს, იძენენ და აუმჯობესებენ თანამედროვე შრომის ბაზარზე დასაქმებისათვის საჭირო უნარებს.
მათ, ვისაც სურს განავითაროს კარიერა ბავშვობიდანვე, IT აკადემია STEP, Junior IT აკადემიის ფარგლებში სთავაზობს, შეისწავლონ პროგრამირება Python-ზე; თამაშების შექმნა; რობოტიკა და მიკროელექტრონიკა; ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების დიზაინი; 3D დიზაინი, მოდელირება და ბეჭდვა; 2D დიზაინი და ანიმაცია. სტეპერები ნულიდან ქმნიან ტექნიკურ პროექტებსა და კომპიუტერულ თამაშებს. მუშაობენ ვებგვერდების შექმნაზე და საკუთარ სტარტაპებზე. მათ მიერ მომავალში არჩეული პროფესიის მიუხედავად, სასწავლო პროგრამის შედეგად მიღებული უნარები დაეხმარებათ, ეფექტურად განავითარონ საკუთარი კარიერა.
ბავშვობიდან პროფესიის დაუფლებით დაინტერესებულ პირებს, IT აკადემია STEP აძლევს საერთაშორისო დონის განათლების მიღების შანსს ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. სტეპი უზრუნველყოფს მომავლის პროფესიების მაღალ დონეზე სწავლებასა და დასაქმებისთვის საჭირო “Hard” და “Soft” უნარების განვითარებას. დისტანციური კომუნიკაციის მართვის მენეჯერები მზად არიან, რომ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ დაინტერესებულ პირებს.
საკონტაქტო ტელეფონი: +995 (322) 15-55-51
გვიპოვე სოციალურ ქსელებში:
გარდა ამისა, IT აკადემია STEP-ის ვებგვერდზე ITSTEP.GE შესაძლებელია დატოვო შენი ტელეფონის ნომერი და მოითხოვო პერსონალური კონსულტაცია სალექციო პროგრამებისა და სასწავლო პროცესის შესახებ.
IT აკადემია STEP-ის ფასდაკლებების პროგრამები ხშირად მოიცავს სპეციალურად შეთავაზებებს მათთვის, ვისაც პროფესიის დაუფლება სურს ბავშვობიდანვე. ამიტომ თვალი ადევნე სტეპის სოციალურ ქსელებს, განვითარდი და განავითარე შენი ახალი პროფესია.
[პარტნიორის კონტენტი]












