in

როგორ სწავლობს ბავშვი საკუთარი პროექტის დაცვას და წარდგენას

თანამედროვე განათლებაში ტექნოლოგიური ცოდნის მიღება სულ უფრო მეტად უკავშირდება პრაქტიკული უნარების განვითარებას. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროგრამირების, დიზაინისა და სხვა ტექნოლოგიური მიმართულებების შესწავლა, არამედ მიღებული ცოდნის კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად გამოყენება და საკუთარი შედეგის სხვებისთვის გასაგებად წარდგენა. სწორედ ამ პროცესში ვითარდება ანალიტიკური აზროვნება, შემოქმედებითობა, კომუნიკაციისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარები.

ამ მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილია პროექტზე მუშაობა. ტექნოლოგიები ბავშვებისთვის განსაკუთრებით საინტერესო მაშინ ხდება, როდესაც სწავლა კონკრეტული შედეგის შექმნას უკავშირდება. IT აკადემია STEP-ის Junior პროგრამა ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ პროგრამირებას, ვებტექნოლოგიებს, დიზაინსა და სხვა თანამედროვე მიმართულებებს, შემდეგ კი მიღებული ცოდნა პრაქტიკულ პროექტებში გამოიყენონ.

IT კურსები მოზარდებისთვის ქმნის გარემოს, სადაც მოსწავლე მხოლოდ მზა ინფორმაციის მიმღები არ არის. ის თავად ირჩევს იდეას, გეგმავს სამუშაოს, ქმნის პროდუქტს, აანალიზებს მიღებულ შედეგს და საბოლოოდ წარადგენს საკუთარ ნამუშევარს. ამ პროცესში პროგრამირების სწავლა ნულიდან თანდათან გადაიქცევა პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრისა და საკუთარი გადაწყვეტილებების დასაბუთების გამოცდილებად.

პროექტზე მუშაობიდან საკუთარი იდეის დაცვამდე

პროექტის შექმნის პირველი ეტაპი იდეის ჩამოყალიბებაა. ბავშვმა უნდა განსაზღვროს, რისი შექმნა სურს, რა მიზანი აქვს მის პროექტს და  საჭიროების შემთხვევაში, რა პრობლემის გადაჭრას ცდილობს. ეს ეტაპი მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლე სწავლობს საკუთარი ინტერესების კონკრეტულ ამოცანასთან დაკავშირებას და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას.

შემდეგ იწყება დაგეგმვა და პრაქტიკული მუშაობა. პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე, ბავშვი ირჩევს შესაბამის ინსტრუმენტებს, სამუშაოს ეტაპებად ანაწილებს და თანდათან ქმნის საბოლოო პროდუქტს. ამ პროცესში ტექნიკური ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებას ერწყმის. შეცდომის აღმოჩენა ან მოულოდნელი სირთულის წარმოშობა კი ბავშვს უბიძგებს, მოძებნოს ალტერნატიული გზა, შეაფასოს მიღებული შედეგი და საჭიროების შემთხვევაში, შეცვალოს საკუთარი გადაწყვეტილება.

სწორედ ამიტომ პროექტზე მუშაობა მხოლოდ საბოლოო პროდუქტის შექმნით არ შემოიფარგლება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის პროცესიც, რომლის გავლითაც ბავშვი შედეგამდე მიდის. როდესაც მოსწავლეს შეუძლია ახსნას, რატომ აირჩია კონკრეტული მიდგომა, რა პრობლემა შეხვდა და როგორ გადაჭრა იგი, მას უვითარდება საკუთარი გადაწყვეტილებების არგუმენტირების უნარი.

ეს გამოცდილება პირდაპირ უკავშირდება პრეზენტაციის მომზადებას. საკუთარი პროექტის წარდგენისას ბავშვმა უნდა შეძლოს ძირითადი იდეის მკაფიოდ ჩამოყალიბება, სამუშაო პროცესის აღწერა და მიღებული შედეგის შეფასება. მასწავლებლისა თუ თანატოლების შეკითხვებზე პასუხის გაცემა კი დამატებით ეხმარება კრიტიკული აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებაში.

პირველი პრეზენტაცია – ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შედეგი

პირველი პრეზენტაციის მნიშვნელობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვი საკუთარ ცოდნას რეალურ საკომუნიკაციო სიტუაციაში იყენებს. მას აღარ უწევს მხოლოდ მიღებული ინფორმაციის გამეორება, საჭიროა საკუთარი იდეის ახსნა, მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთება და შეკითხვებზე პასუხის გაცემა. ამგვარად, პრეზენტაცია სასწავლო პროცესის ბუნებრივ გაგრძელებად იქცევა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის უახლესი კვლევის მიხედვით, ანალიტიკური აზროვნება დამსაქმებლებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უნარად რჩება, ხოლო კრეატიული აზროვნება, ტექნოლოგიური წიგნიერება, მოქნილობა და უწყვეტი სწავლის სურვილი მომავალშიც მზარდ მნიშვნელობას შეინარჩუნებს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ტექნოლოგიური განათლების მიზანი მხოლოდ კონკრეტული პროგრამის ან ინსტრუმენტის შესწავლა არ არის.

IT აკადემია STEP პრაქტიკულ სწავლებაზე ორიენტირებული პროგრამებით ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას, ტექნოლოგიური ცოდნა პროექტების შექმნის პროცესში გამოიყენონ. საბოლოოდ, პირველი პრეზენტაცია მხოლოდ ერთი სასწავლო ეტაპი არ არის. ის ბავშვს ეხმარება, დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს საკუთარი იდეა, მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოს, შეაფასოს შედეგი და საკუთარი ნამუშევარი თავდაჯერებულად წარადგინოს. სწორედ ასეთი გამოცდილება ქმნის საფუძველს იმ უნარებისთვის, რომლებიც ბავშვს მომავალში როგორც განათლებაში, ისე პროფესიულ გარემოში გამოადგება.

[პარტნიორის კონტენტი]

Forbes Under 30: ალტამ „ტექნოლოგიები და ელექტრონული კომერცია“ კატეგორიის გამარჯვებულები წარადგინა 

X-ს ახალი ფუნქცია, X Numbers, დაემატა