in

1-ელი ივნისის სადღესასწაულო ფასდაკლება სტეპში

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, IT აკადემია STEP-ის კურსებზე ბავშვებისა და თინეიჯერებისთვის 10%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. ფასდაკლება ვრცელდება სტეპის როგორც თბილისის, ისე თელავის ფილიალში და შემდეგ კურსებს მოიცავს:  

ბავშვებს რომ დაბადებიდან აქვთ წვდომა ციფრულ ტექნოლოგიებზე, დღეს ეს უკვე აღარავის უკვირს. ისინი საკმაოდ დიდ დროს ატარებენ ე. წ. გაჯეტებთან. ეს, რა თქმა უნდა, დიდ როლს თამაშობს მათი სამომავლო განვითარებისთვის, თუმცა დროის კონტროლისა და გაუაზრებლად მთელი დღის ეკრანთან გატარებამ, შესაძლოა, მოზარდებში ძალიან დიდი პრობლემებიც წარმოშვას. ამიტომ, თუკი შეატყობთ, რომ ბავშვს თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სხვადასხვა საინტერესო აქტივობა იტაცებს, სასურველია, ხელი შეუწყოთ მისი ინტერესების რეალიზებას. 

როგორც თანამედროვე კვლევებმა აჩვენა, კომპიუტერული თამაშების სპეციფიკური მახასიათებლები ბავშვების გონებრივ განვითარებას უწყობს ხელს, რადგან ამ პროცესებში ისინი სწავლობენ, როგორ იმუშაონ საკუთარ თავზე, როგორ დაგეგმონ და მიაღწიონ მიზნებს. შესაძლოა, ამ მიმართულებით ადრეული ასაკიდანვე განვითარებამ ბავშვის სკოლაში სწავლის პერიოდშივე დასაქმებას შეუწყოს ხელი, რაც შემდგომში მის წარმატებულ მომავალს განაპირობებს. ხშირია, როდესაც ადამიანებმა სკოლის დასრულების შემდეგაც არ იციან, რა პროფესიას დაეუფლონ. ასევე, არ აქვთ ინფორმაცია სხვადასხვა მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიის შესახებ. 

დღეს IT სფერო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული მიმართულებაა. ხშირად სკოლის მოსწავლეები დაინტერესებული არიან უახლესი ტექნოლოგიებით და ამიტომაცაა, რომ ასეთ დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან და დაკავებულნი არიან სხვადასხვა აქტივობით. თუმცა არ იციან, როგორ აქციონ ჰობი შემოსავლის წყაროდ ან სად დაიწყონ სიღრმისეული სწავლა IT მიმართულებით.

Junior IT აკადემიაში სწავლის დროს ბავშვები ეცნობიან კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, პროგრამირებას, ინტერნეტსა და ქსელურ უსაფრთხოებას. ასევე სწავლობენ საკუთარი კომპიუტერული თამაშების, 2D და 3D პერსონაჟების შექმნას; სწავლობენ, როგორ იმუშაონ ტექსტურ და გრაფიკულ რედაქტორებთან; ამზადებენ პრეზენტაციებს და იძენენ კოდის წერის საბაზისო უნარებს.

ტექნოლოგიებით დაინტერესებულ თინეიჯერებისთვის, სტეპში მოქმედებს სპეციალური პროგრამა „პროფესიები სკოლის პარალელურად“ — სადაც ახალგაზრდებს საშუალება აქვთ, სკოლაში სწავლასთან ერთად, დაეუფლონ ისეთ მოთხოვნად პროფესიებს, როგორებიცაა პროგრამირება და გრაფიკა-დიზაინი. 

სწავლასთან ერთად, სტეპერებს საშუალება აქვთ, ჩაერთონ სტეპის პროგრამირების ოლიმპიადაში, შეიძინონ IT პროექტებზე დამოუკიდებლად მუშაობისა და პროექტების პრეზენტირების გამოცდილება მონაწილეობა მიიღონ სტეპის, გრაფიკული დიზაინის ყოველწლიურ გამოფენაში; ასევე, Adobe-ის დიზაინის მსოფლიო ჩემპიონატში, წარადგინონ  საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებში და მოიპოვონ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.

სწავლის ფინალურ ეტაპზე სტეპში შესაძლებელია, გაიარო Certiport-ის საერთაშორისო საგამოცდო ცენტრის სერტიფიცირება, მიიღო მსოფლიო მასშტაბით აღიარებული სერტიფიკატი და დასაქმდე გლობალურ ბაზარზე. სტეპი უზრუნველყოფს მომავლის პროფესიების მაღალ დონეზე სწავლებასა და დასაქმებისთვის საჭირო Hard და Soft უნარების განვითარებას. დისტანციური კომუნიკაციის მართვის მენეჯერები ყოველთვის მზად არიან, რომ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ დაინტერესებულ პირებს. ვებგვერდზე ITSTEP.GE შესაძლებელია, დატოვო ტელეფონის ნომერი და მოითხოვო პერსონალური კონსულტაცია სალექციო პროგრამებისა და სასწავლო პროცესის შესახებ.

IT აკადემია STEP-ის ფასდაკლებების პროგრამები ხშირად მოიცავს სპეციალურ შეთავაზებებს მათთვის, ვისაც პროფესიის დაუფლება სურს ბავშვობიდანვე. ამიტომ თვალი ადევნე სტეპის სოციალურ ქსელებს, განვითარდი და განავითარე შენი ახალი პროფესია:

[R]

წითელი პლასტმასა თეთრზე სწრაფად იშლება — და რას ნიშნავს ეს?

რას მივიღებთ, სიცილია რომ შეფუთვად გადავაქციოთ?