IT აკადემია STEP-ის სტუდენტებმა საკუთარი შემოქმედებითი ნამუშევრები წარადგინეს – გამოფენაზე, დამთვალიერებელმა, „სტეპერების“ ხელით და კომპიუტერული გრაფიკის დახმარებით შექმნილი კომპოზიციები იხილა.


„მათ გამოავლინეს დიდი პროფესიონალიზმი, რომელმაც უმაღლესი შეფასება მიიღო გამოფენაზე დამსწრე საზოგადოების – მოწვეული სტუმრების, მშობლებისა და ექსპერტების მხრიდან“.


STEP-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აკადემიაში საკუთრი შესაძლებლობები გამოვლენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია:


„ამ პუბლიკაციების ნახვის შემდეგ, ყველას შეუძლია, გამოიტანოს დასკვნა ჩვენს მოზარდ თაობაზე და თავადაც გადაწყვიტოს, სახლში დარჩეს, თუ IT აკადემია STEP-ის დიდი ოჯახის წევრები გახდეს, შედეგად კი IT პროფესიის ვირტუოზი გამოვიდეს. მუდმივად ვცდილობთ, ყველა გავაკვირვოთ ჩვენი მიღწევებით IT სფეროში. STEP საერთაშორისო ბრენდია და მთელ მსოფლიოში არსებული 68 ფილიალიდან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და კონკურენტული საქართველოს ფილიალია“.


გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები, სრულად, შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.


[R]














