in

IT აკადემია STEP განათლების საერთაშორისო გამოფენაზე

6 და 7 ოქტომბერს Expo Georgia-ს მე-11 პავილიონმა განათლების მე-13 საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლა. წელს გამოფენას პირველად IT აკადემია STEP-იც შეუერთდა, რომლის მთავარი მიზანიც სტუმრებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მომავლის პროფესიების გაცნობა იყო.

უკვე დიდი ხანია, რაც ციფრული ეპოქა დაიწყო. მისი გამოწვევები კი ყველაზე შესამჩნევი 21-ე საუკუნეში გახდა. ხელოვნური ინტელექტის განვითარება, ინდუსტრიების კომპიუტერიზაცია, მომავლის პროფესიები და ახალი სამუშაო უნარები – ეს თანამედროვე სამყაროს მახასიათებლების მცირე ჩამონათვალია.

ამ მიმართულებით უფრო მეტის გასაგებად გამოფენაზე მოსულ სტუმრებს შეეძლოთ STEP-ის მენეჯერებთან გასაუბრება, ინფორმაციის მიღება მომავლის პროფესიებსა და ახალ კარიერულ პერსპექტივებზე, ასევე „სტეპის“ აკადემიასა და მის კურსებზე.

მომავლის ტექნოლოგიების უკეთ წარმოსაჩენად STEP-ის სტუდენტებმა ჩაატარეს ვორკშოპები პროგრამირებისა და დიზაინის მიმართულებით. დამსწრეებს შეეძლოთ ადგილზე ენახათ, თუ როგორ მუშაობენ გრაფიკული დიზაინერები და როგორ იქმნება კომპიუტერული თამაშები. სურვილის შემთხვევაში, შეეძლოთ ამ პროცესში მონაწილეობის მიღებაც.

გამოფენაზე სტუმრებს ხელოვნური ინტელექტის და მასზე დაფუძნებული მოწყობილობების უკეთ გაცნობაც შეეძლოთ. STEP-მა დამსწრეებს საშუალება მისცა, რომ AI-ის გამოყენებით შეექმნათ საკუთარი ციფრული პორტრეტები.

ამასთან ერთად, ინდუსტრია 4.0-ზე საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად, STEP-ის დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, მაკა მახათაძემ ჩაატარა პრეზენტაცია „მომავლის პროფესიები – ინდუსტრია 4.0-ის გამოწვევები“. მან დეტალურად ისაუბრა ახალი ინდუსტრიული რევოლუციის მახასიათებლებზე, საფრთხის წინაშე მყოფ პროფესიებსა და იმ ახალ სამუშაო უნარებზე, რომელიც მომავლის ადამიანს დასჭირდება.

ეს პრეზენტაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

STEP-ის არცერთი სტუმარი საჩუქრის გარეშე არ დარჩენილა. მეტიც, STEP-მა ჩაატარა გათამაშებები, სადაც გამოფენის სტუმრებმა „სტეპის“ კურსების 100 და 50%-იანი ვაუჩერები მოიგეს. ამასთან ერთად, გათამაშდა ციფრული სახატავი პლანშეტებიც.

გამოფენაზე IT აკადემია STEP-მა მოიპოვა ჯილდო საუკეთესო მარკეტინგული კამპანიებისთვის.

თუ მზად ხარ დაიწყო შენი სტეპერული თავგადასავალი და განავითარო შენი მომავალი შემოგვიერთდი ge.itstep.org

[R]

დროში მოგზაურობის სიმულაციამ შეიძლება ბევრი საკითხი გადაჭრას — ექსპერიმენტი

Amazon მომხმარებლის გაღიმებას ცდილობს — Food too, who knew?