in

განვითარება ცხოვრების წესია და არა მხოლოდ კარიერული მიზანი

მასტერ ლიგა საქართველოში 7×7 ფორმატის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და კონკურენტული სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატია. ჩემპიონატი აერთიანებს სხვადასხვა დონის გუნდებსა და მოთამაშეებს, რომლებიც მთელი სეზონის განმავლობაში ერთმანეთს ჩემპიონობისთვის ეჯიბრებიან. ლიგის სტრუქტურა რამდენიმე დივიზიონსა და დამატებით ტურნირებს მოიცავს, რაც მონაწილეებს განვითარების, გამოცდილების დაგროვებისა და უფრო მაღალ დონეზე გადასვლის შესაძლებლობას აძლევს.

სწორედ ამ იდეების გარშემო შეუერთდა მასტერ ლიგას IT აკადემია STEP. აკადემია ყოველთვის უჭერს მხარს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ადამიანის უწყვეტ განვითარებას, მიზანდასახულობასა და საკუთარი შესაძლებლობების მუდმივ გაუმჯობესებას უწყობს ხელს. სტეპისთვის განვითარება მხოლოდ პროფესიული ცოდნის მიღებას არ ნიშნავს, ის ასევე მოიცავს ცხოვრების ისეთ წესს, სადაც დისციპლინა, პასუხისმგებლობა, გუნდური მუშაობა და საკუთარი თავის ყოველდღიურად გაუმჯობესება წარმატების საფუძველია.

გუნდური სპორტი, სწორედ იმ უნარებს აყალიბებს, რომლებიც წარმატებისთვის ნებისმიერი სფეროს პროფესიონალს სჭირდება. გუნდში მუშაობა, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, ერთმანეთის მხარდაჭერა, მიზნისკენ თანმიმდევრული სვლა და გამარჯვებისთვის ბრძოლა მხოლოდ მოედანზე არ რჩება, ეს უნარები ყოველდღიურ ცხოვრებასა და კარიერაშიც გადადის.

მდგრადი განვითარება მხოლოდ ცოდნით არ იქმნება, ის ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სწორი ღირებულებების ერთობლიობაა

ხაზგასასმელია, რომ IT აკადემია STEP-ის საფეხბურთო გუნდის, სათამაშო ფორმების დიზაინზე სტეპის გრაფიკული დიზაინის მიმართულების გუნდმა იმუშავა. ეს პროექტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ აკადემიაში სხვადასხვა მიმართულების სტუდენტები და პროფესიონალები საერთო იდეის ირგვლივ ერთიანდებიან და საკუთარი ცოდნით რეალურ პროექტებში ქმნიან მნიშვნელოვან ღირებულებებს.

გუნდური სულისკვეთება სტეპის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. სასწავლო პროცესშიც სტუდენტები მუდმივად მუშაობენ გუნდურ პროექტებზე, სწავლობენ ერთმანეთის მოსმენას, პასუხისმგებლობის გადანაწილებასა და საერთო მიზნისთვის თანამშრომლობას. სწორედ ამ პრინციპებზე დგას სტეპის წარმატებული IT პროექტი.

მასტერ ლიგაში მონაწილეობა და მხარდაჭერა, სტეპისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდებში აქტიური ცხოვრების წესის, ჯანსაღი კონკურენციისა და მუდმივი განვითარების კულტურას. გამარჯვება მნიშვნელოვანია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გზა, რომელიც ამ გამარჯვებამდე მიდის, ყოველდღიური შრომა, დისციპლინა და საკუთარი შესაძლებლობების მუდმივი გაუმჯობესება.

IT აკადემია STEP მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ადამიანებს ახალ გამოცდილებას, ახალ გამოწვევებსა და ზრდის შესაძლებლობას აძლევს. სპორტი, განათლება და ტექნოლოგიები ერთი საერთო მიზნისკენ მიდის – ჩამოაყალიბოს ადამიანები, რომლებიც მზად არიან საკუთარ სფეროში საუკეთესო შედეგების მისაღწევად.

[პარტნიორის კონტენტი]

როცა მთელი საქართველო სცენად იქცევა – როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო „საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება“

ქართველი მოსწავლეების გზა გლობალური ტექ-ოლიმპიადისკენ