in

IT Academy STEP Georgia-ში სწავლა დაიწყო

WELCOME PARTY – First step in STEP!

შენ შეიძლება არ გახსოვდეს, როდის გადადგი შენი პირველი ნაბიჯი და გაიარე, მაგრამ არასოდეს დაგავიწყდება პირველი ნაბიჯი შენს იმ პროფესიაში, რომელიც ცხოვრებას უკეთესობისკენ შეგიცვლის.

IT აკადემია STEP-ში ახალი სასწავლო წელი დაიწყო! წელს აკადემიას ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს შესწავლის მსურველი 1700-ზე მეტი სტუდენტი შეემატა, მათ შორის 400 ჯუნიორ სტეპერი.

IT აკადემია STEP საერთაშორისო ტრანსფორმაციული განათლების ერთ-ერთი უდიდესი ცენტრია საქართველოში, რომელშიც თანამედროვეობის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების – პროგრამირების, გრაფიკა და დიზაინისა და კიბერუსაფრთხოების სრულყოფილად სწავლა არის შესაძლებელი.

ახალ სასწავლო წელს STEP-ის IT პროგრამები განსაკუთრებით პოპულარული აღმოჩნდა 14-დან 18 წლამდე მოსწავლეებისთვის, რომლებიც მომავლის ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს სკოლის პარალელურად დაეუფლებიან. ამ მიმართულებით წელს აკადემიამ 600-ზე მეტი მოსწავლე მიიღო, რომლებსაც სწავლის დასრულების შემდეგ უკვე ექნებათ სრულფასოვანი IT კარიერა სკოლაში ან უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში.

ასევე დიდი ინტერესით სარგებლობს STEP-ის ჯუნიორ აკადემია, რომელიც 9-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. პროგრამების ფარგლებში, პატარა სტეპერები სწავლობენ დიზაინს, ვებგვერდებისა და თამაშების შექმნას, 3D მოდელირებას და რობოტექნიკის ინჟინერიას. Junior აკადემია საუკეთესო ადგილია იმისათვის, რომ ბავშვები დაეუფლონ ციფრულ ტექნოლოგიებს და უსაფრთხოდ შეძლონ ინფორმაციულ ეპოქაში ცხოვრება.

თუმცა მომავლის პროფესიების შესწავლა არც ზრდასრულებისთვის არის გვიან. STEP-ის პროფესიული კურსები იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც IT სფეროში პირველი ნაბიჯების გადადგმა სურთ.

აკადემიის პროფესიულ და ონლაინ პროგრამებზე სწავლა უკვე დაიწყო. ამ მიმართულებით სტეპს 500-ზე მეტი სტეპერი შეემატა. სტუდენტები მიიღებენ სრულყოფილ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას პროგრამირების, გრაფიკა და დიზაინისა და კიბერუსაფრთხოების არჩეული მიმართულებით.

STEP-ში სასწავლო პროცესი დინამიკურია. აქ გატარებული პერიოდის განმავლობაში სტეპერები შექმნიან თანამედროვე პორტფოლიოებს, განავითარებენ “hard” და „soft” უნარებს, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სახის კონკურსებსა და ჰაკათონებში. ამასთან ერთად, სწავლის დასრულების შემდეგ, ყველა სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, უფასოდ მოიპოვოს საერთაშორისო დონის სერტიფიკატი, რაც მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

შეუერთდი IT აკადემია სტეპს და დაიწყე შენი სტეპერული თავგადასავალი!

ეწვიეთ ბმულს.

[R]

რამდენის გამომუშავება შეუძლია ხელოვანს გენერაციული AI-ის მეშვეობით?

როგორ „მოიპარა“ AI-მ ტომ ჰენქსის სახე?!