პროფესიის სწორად არჩევა ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, რადგან ის განაპირობებს მთელი სიცოცხლის მანძილზე ადამიანთა კეთილდღეობას. ადამიანები ირჩევენ პროფესიას, მუშაობენ გარკვეული პერიოდი პროფესიით, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობამ, შესაძლოა არაფერი ღირებული კვალი არ დატოვოს მათ ცხოვრებაში.
არსებობენ ადაიანები, რომლებმაც ადრეული პერიოდიდან იციან თუ რა პროფესიას დაეუფლებიან და სწორხაზოვნად მიჰყვებიან თავიანთ კარიერულ განვითარებას ერთი მიმართულებით. თუმცა, ზოგიერთი ადამიანისთვის, პროფესიის არჩევა სერიოზული გამოწვევაა. მათ არ აქვთ გამოკვეთილი ინტერესი რომელიმე კონკრეტული სფეროს მიმართ, არ იციან თუ რომელ სფეროში ხედავენ საკუთარ თავს ან რომელი პროფესია ესახებათ შედარებით პერსპექტიულად. ამ შევთხვევაში ადამიანები ექცევიან გარშემომყოფების ზეგავლენის ქვეშ, ითვალისწინებენ მათ რჩევებს და იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.
IT აკადემია STEP-ში სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ ისეთი თანამედროვე და პერსპექტიული მიმართულებები, როგორიცაა: ქსელები და კიბერუსაფრთხოება, პროგრამირება და გრაფიკული დიზაინი. აღნიშნული მიმართულებების სპეციალისტებს ძალიან მაღალი ანაზღაურება აქვთ როგორც საერთაშორისო, ასევე საქართველოს შრომის ბაზარზე. მაგ. პროგრამისტის ხელფასი საერთაშორისო შრომის ბაზარზე წლიურად საშუალოდ არის $64,974, ხოლო საქართველოში საშუალოდ – $60,372.
IT აკადემია STEP-ში, მსურველებს კურსების გავლა მათზე მორგებული გრაფიკით შეუძლიათ. გარდა პირისპირ ჩატარებული ლექციებისა, STEP-ში ლექციები ონლაინ ფორმატშიც ტარდება, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს სწავლა სამსახურს ან სხვა მნიშვნელოვან საქმეებს შეუთავსონ.
ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება დადგეს პროფესიის შეცვლის დრო. მიზეზი შესაძლოა იყოს ადრეულ ასაკში, გაუცნობიერებლად მიღებული გადაწყვეტილება ან თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების მუდმივი ცვალებადობა. თუ შრომის ბაზრის მოთხოვნების იდენტიფიკაციას მოვახდენთ, ნათლად დავინახავთ, რომ ის ყოველთვის გვკარნახობს თუ რომელი პროფესიაა მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზარზე და სწორედ ეს გვიბიძგებს მივიღოთ პროფესიის შეცვლის სწორი გადაწყვეტილება.
ჩვენს ცხოვრებაში, ასევე დგება პერიოდი, როდესაც ყოველდღიური საქმიანობის დროს დისკომფორტსა და სტრესს განვიცდით. შესაძლოა, მნიშვნელოვან როლს ვანიჭებდეთ შემოქმედებითობას და იდეების თავისუფლად გამოხატვას, მაგრამ ამჟამინდელი სამუშაო არ გვაძლევდეს ამისი დემონსტრირების საშუალებას. ეს ფაქტორი, ცალსახად მიგვანიშნებს შევცვალოთ ჩვენი პროფესია და დავეულფოთ ახალს, რომელიც ჩვენს ღირებულებებთან უფრო ახლოს დგას და გვაბედნიერებს.
აღსანიშნავია, რომ IT აკადემია STEP ემიგრაციაში მყოფ ქართველებს სთავაზობს მათზე მორგებულ სასწავლო კურსებს. ემიგრანტებს, ვისაც საქართველოში დაბრუნება სურთ, ნებისმიერი ქვეყნიდან შეუძლიათ გაიარონ STEP-ის კურსები სრულიად ონლაინ და შეიძინონ თანამედროვე, მოთხოვნადი პროფესია. ასევე, STEP-ს ემიგრანტებისთვის სხვადასხვა სახის, სპეციალური შეთავაზებები აქვს რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: https://www.marketer.ge/it-akademia-step-emigrantebistvis/.
სანამ პროფესიის შეცვლას გადავწყვეტთ, მნიშვნელოვანია გავიაზროთ თუ რა არის ჩვენი ძლიერი მხარეები, რისი კეთება გვეხერხება ყველაზე კარგად და რა საქმე გვანიჭებს ბედნიერებას. ასევე, მნიშვენელოვანია გავითვალიწინოთ, რამდენად სიცოცხლისუნარიანი და მოთხოვნადია პროფესია, რომლის დაუფლებასაც სამომავლოდ ვგეგმავთ. ამასთან, მნიშნვნელოვანია მივიღოთ სწორი ინფორმაცია და გავეცნოთ სამომავლო პროფესიის შესახებ არსებულ კურსებსა და პროგრამებს, რათა უფრო ინფორმირებულებმა და თავდაჯერებულებმა შევაბიჯოთ ახალ პროფესიაში.
პროფესიის შეცვლით დაინტერესებულ ადამიანებს, IT აკადემია STEP აძლევს საერთაშორისო დონის განათლების მიღების შანსს ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. სტეპი უზრუნველყოფს მომავლის პროფესიების მაღალ დონეზე სწავლებასა და დასაქმებისთვის საჭირო “Hard” და “Soft” უნარების განვითარებას. დისტანციური კომუნიკაციის მართვის მენეჯერები მზად არიან, რომ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ დაინტერესებულ პირებს.
საკონტაქტო ტელეფონი: +995 (322) 15-55-51
გვიპოვე სოციალურ ქსელებში:
გარდა ამისა, IT აკადემია STEP-ის ვებგვერდზე ITSTEP.GE შესაძლებელია დატოვო შენი ტელეფონის ნომერი და მოითხოვო პერსონალური კონსულტაცია სალექციო პროგრამებისა და სასწავლო პროცესის შესახებ.
IT აკადემია STEP-ის ფასდაკლებების პროგრამები ხშირად მოიცავს სპეციალურად შეთავაზებებს მათთვის, ვისაც პროფესიის შეცვლა ან დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით ახალი, მოთხოვნადი და მაღალშემოსავლიანი პროფესიის დამატება სურს. ამიტომ თვალი ადევნე სტეპის სოციალურ ქსელებს, განვითარდი და განავითარე შენი ახალი პროფესია.
[R]