შესაძლოა, სკოლაში სწავლის პერიოდში კარიერის არჩევასა და ადრეული ასაკიდანვე დასაქმებაზე ფიქრი ძალიან ნაადრევად მოგეჩვენოთ, თუმცა დასაქმების ბაზარი დღეს ყველაზე მეტად კონკურენტუნარიანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამიტომ სკოლაში სწავლის პერიოდშივე სამომავლო პროფესიაზე ფიქრი სწორედაც რომ შესაფერისი დროა. ადრეული ასაკიდან პროფესიის დაუფლებას მოზარდის ცხოვრებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ცვლილებებს შეაქვს და უვითარებს მას ყველა საჭირო უნარ-ჩვევას თანამედროვე შრომის ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად.
სკოლაში მოსწავლეებს იმის შესაძლებლობა არ აქვთ, რომ მათთვის საინტერესო საგნები/მიმართულებები აირჩიონ. ხშირად ისიც არ იციან, რა სურთ მომავალში და რისი კეთება ანიჭებთ სიამოვნებას. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი პროფორიენტაცია მოსწავლეებში, რომ უკეთესად გაერკვიონ თავიანთ ინტერესებში.
თანამედროვე სამყაროში სკოლაში სწავლის პარალელურად მოსწავლეებს კარიერის შექმნისა და სამუშაოს დაწყებისათვის ბევრი საინტერესო რამის გაკეთება/შესწავლა შეუძლიათ. მთავარია, მოსწავლეებმა მოიძიონ სწორი და თანადროული ინფორმაცია პერსპექტიული და მაღალანაზღაურებადი პროფესიების შესახებ, რომელთა დაუფლებასაც წინაპირობად არ სჭირდება სრული ზოგადი ან უმაღლესი განათლება.
ხშირად ხდება, როდესაც ადამიანებმა სკოლის დასრულების შემდეგაც არ იციან, რა პროფესიას დაეუფლონ. ეს ალბათ იმით არის განპირობებული, რომ მოსწავლეები სკოლის ასაკიდანვე ვერ/არ იაზრებენ, რა სარგებელი შესაძლოა ჰქონდეს ადრეული ასაკიდანვე პროფესიის არჩევაზე ფიქრსა და დასაქმებას. მათ ასევე არ აქვთ ინფორმაცია სხვადასხვა საინტერესო და მოთხოვნადი პროფესიის შესახებ. მაგ. IT სფერო დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული მიმართულებაა. ხშირად სკოლის მოსწავლეები დაინტერესებულნი არიან უახლესი ტექნოლოგიებით, დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან და დაკავებულნი არიან სხვადასხვა აქტივობებით, თუმცა არ იციან, როგორ აქციონ ჰობი შემოსავლის წყაროდ ან სად დაიწყონ სიღრმისეული სწავლა IT მიმართულებით.
დღევანდელ რეალობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნას. IT აკადემია STEP ყველა მსურველს, მათ შორის სკოლის მოსწავლეებს აძლევს შანსს, დაეუფლონ სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამას, ასევე, თითოეული კურსის დასრულების შემდეგ აკადემია ზრუნავს წარმატებული სტეპერების დასაქმებაზეც.
IT აკადემია STEP საერთაშორისო ტრანსფორმაციული განათლების სასწავლო ცენტრია საქართველოში, რომელიც სტეპერებს აძლევს საერთაშორისო დონის განათლებას ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში.
მათ, ვისაც სურს განავითაროს კარიერა სკოლის პარალელურად და დასაქმდეს ადრეული ასაკიდანვე კარგი ანაზღაურებით, IT აკადემია STEP სთავაზობს მომავლის პროფესიებს როგორიცაა: პროგრამირება, გრაფიკა და დიზაინი აღნიშნულ კურსებზე სწავლის დროს სტეპერები იღებენ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ცოდნას და თანამედროვე შრომის ბაზარზე დასაქმებისთვის საჭირო უნარებს.
სკოლის პარალელურად პროფესიის დაუფლებით დაინტერესებულ პირებს, IT აკადემია STEP აძლევს საერთაშორისო დონის განათლების მიღების შანსს ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. სტეპი უზრუნველყოფს მომავლის პროფესიების მაღალ დონეზე სწავლებასა და დასაქმებისთვის საჭირო “Hard” და “Soft” უნარების განვითარებას. დისტანციური კომუნიკაციის მართვის მენეჯერები მზად არიან, რომ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ დაინტერესებულ პირებს.
საკონტაქტო ტელეფონი: +995 (322) 15-55-51
გვიპოვე სოციალურ ქსელებში:
გარდა ამისა, IT აკადემია STEP-ის ვებგვერდზე ITSTEP.GE შესაძლებელია დატოვო შენი ტელეფონის ნომერი და მოითხოვო პერსონალური კონსულტაცია სალექციო პროგრამებისა და სასწავლო პროცესის შესახებ.
IT აკადემია STEP-ის ფასდაკლებების პროგრამები ხშირად მოიცავს სპეციალურად შეთავაზებებს მათთვის, ვისაც პროფესიის დაუფლება სურს ადრეული ასაკიდან და სკოლაში სწავლის პარალელურად ახალი, მოთხოვნადი და მაღალშემოსავლიანი პროფესიის შესწავლა სურს. ამიტომ თვალი ადევნე სტეპის სოციალურ ქსელებს, განვითარდი და განავითარე შენი ახალი პროფესია.
[პარტნიორის კონტენტი]