in

Spotlight Tech-ის მხარდამჭერია IT აკადემია STEP

Spotlight Tech-მდე სულ ცოტა დრო რჩება. ღონისძიება, მთავარი თემით „გაკვეთილები“, ორი დღის განმავლობაში ასეულობით სტუმარს გააერთიანებს. ტექნოლოგიებზე სასაუბროდ სტუმრები, 1-2 ივნისს, Raddison Blu Iveria-ში შეიკრიბებიან. 2013 წლიდან მოყოლებული, სფოთლაითმა ჩამოაყალიბა მარკეტინგული პლატფორმა და იქცა ღონისძიებად, რომელიც ინდუსტრიის პროფესიონალებს აერთიანებს. ესაა სივრცე, რომელიც თავს უყრის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს და ერთმანეთში ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. Spotlight Tech პირველად 2018 წელს ჩატარდა და ტექნოლოგიებს მიეძღვნა. უკვე არაერთი წელია, ღონისძიების მხარდამჭერებს შორისაა IT აკადემია STEP. სფოთლაითთან მეგობრობაზე აკადემიის დამფუძნებელი და დირექტორი მაია მახათაძე გვესაუბრა.

M: პირველ რიგში, აკადემიისა და სფოთლაითის მეგობრობა მიმოვიხილოთ. რატომ არის თქვენი აზრით, სფოთლაითის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი?

უკვე დიდი ხანია, რაც სტეპი და სფოთლაითი ვმეგობრობთ და აქ, ეს ბოლო სიტყვა განსაკუთრებით ხაზგასასმელია – „ვმეგობრობთ“. ეს ურთიერთობა, პრაქტიკულად იმაზე მნიშვნელოვან და უკეთეს პროცესებს მოიცავს, ვიდრე უბრალოდ საქმიანი თანამშრომლობა.

მეგობრობა, პირველ რიგში, საერთო ხედვებს გულისხმობს, საერთო ღირებულებებსა და მიზანს. სწორედ ეს გვაერთიანებს და გვახარებს ფაქტი, რომ ეს ურთიერთობა წელსაც გრძელდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ექსპერტების დასკვნები, რომელთა პროგნოზით, მალე ვირტუალური ქსელის მეშვეობით თითქმის ყველა ელექტრო მოწყობილობა ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული და ისინი ინტენსიურად გაცვლიან ერთმანეთში ინფორმაციას. შედეგად, იარსებებს მათი მართვის სრულიად ახალი შესაძლებლობები. კიბერფიზიკურ პროცესებზე დაფუძნებული ე.წ. ჭკვიანი წარმოება კიდევ უფრო გაზრდის წარმოების ეფექტიანობას და დააჩქარებს ტექნოლოგიურ განვითარებას. მომხმარებლებისთვის გაჩნდება სრულიად ახალი ტიპის სერვისები, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს ადამიანის ცხოვრებას. ხელოვნური ინტელექტი კი არის ის, რითაც ახალი ინდუსტრიული ეპოქა გამოირჩევა და ეს უკვე რეალობაა. ეს არის თემა, რომლის ირგვლივაც, ცნობიერების ამაღლება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. სწორედ ეს არის ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რასაც ჩვენი მეგობრობა ემსახურება.

M: სფოთლაითის ღონისძიება ტექნოლოგიებს ეხება, თემით „გაკვეთილები“. თქვენთვის, როგორც ტექ-მიმართულებების სასწავლებლისთვის, რა მოლოდინი ახლავს ამ თემატიკას?

სტეპი არის საერთაშორისო სასწავლო დაწესებულება, რომელიც ტექ-განათლებაზე არსებულ სტანდარტულ ხედვებს ცვლის და გარდაქმნის თანამედროვე აზროვნებად. ამ ყველაფერს, კი განახლებული სასწავლო პროგრამების დანერგვით და პრაქტიკოსი, თანამედროვე ბაზარს მორგებული ლექტორების დახმარებით აღწევს. უზრუნველყოფს მომავლის პროფესიების მაღალ დონეზე სწავლებას, პროფესიული “Hard” უნარების განვითარებას, ძლიერი კარიერული ცენტრით ეხმარება სამუშაო და “Soft” უნარების გამომუშავებაში და ამზადებს სტუდენტებს ანაზღაურებადი სამუშაოსთვის, როგორც ადგილობრივ კომპანიებში, ასევე ფრილანსერად მუშაობისთვის.

ჩვენი თითოეული სასწავლო პროგრამა დაყოფილია ეტაპებად. ყველა ეტაპი წინასწარ დაგეგმილი და გაწერილია. აქ მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ ჩვენი ლექციები არ მოიცავს მხოლოდ სტანდარტულ საკლასო პროცესს. IT აკადემია STEP-ში მიგვაჩნია, რომ საუკეთესო „გაკვეთილი” პერსონალური გამოცდილებაა, ამიტომ ჩვენი სასწავლო პროცესი გამოცდილების გაზიარებას, ბევრ პრაქტიკას, ვორკშოპებსა და მასტერკლასებს მოიცავს.

გამომდინარე აქედან, ჩვენი სურვილიც ესაა, რომ „გაკვეთილის“ აღქმა არ იყოს მხოლოდ სტანდარტული და საზოგადოებას ვაჩვენოთ, ასევე, ის პრაქტიკები, ის გამოცდილება, რაც რეალურად იმაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ სალექციო თეორიები.

M: მიმოვიხილოთ – რა შეცვალა სფოთლაითმა მარკეტინგისა და ტექის სფეროში, ამ წლების განმავლობაში?

როცა საერთო მიზანს ვახსენებთ, მნიშვნელოვანია ამ მიზნის ირგვლივ გაერთიანდეს რაც შეიძლება ბევრი ადამიანი, ბევრი ორგანიზაცია. არსებობდეს გარემო, სადაც კონკურენციის ნაცვლად, ურთიერთმხარდაჭერებად წარმოვჩნდებით. ეს ურთიერთობა კი პირველ რიგში საზოგადოების წინსვლას და ჩვენი ქვეყნის განვითარებას ემსახურება. სფოთლაითის გამოჩენით, დღემდე, ეს გარემო ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად იქმნება და ახლა უკვე წელიწადში რამდენჯერმეც კი. ამიტომ, ეს არ არის მხოლოდ ინსპირაციული გამოსვლების და კავშირების გაღრმავების ღონისძიება. სწორედ ეს შეცვალა სფოთლაითმა. ქვეყანაში გააჩინა ახალი ფუნდამენტი, რომელზეც ის სერვისები და პროდუქტები დაშენდება, რაც უკეთესი გზით წაიყვანს ჩვენს საზოგდოებას და ჩვენს ქვეყანას.

Spotlight Tech 2024-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი

გენერალური პარტნიორი: eTeam

ოქროს სპონსორი: Alta – Honor
ვერცხლის სპონსორები: Bolt, Wolt, Coinmania
ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche

მხარდამჭერები: ლურჯი ოკეანე, LionTrans, ავერსი, IT აკადემია STEP, Navne, Lutecia, Develor Georgia, Viber, ACT, Silk Hospitality.

Spotlight Tech-ის მხარდამჭერია „ლაიონ ტრანსი“

გაიაქტიურე ავტოპილოტით ინვესტირება თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმაზე და დასაჩუქრდი