ახალი წლიდან – ახალ შენობაში!
ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც სტეპის წინაშე გასულ წელს იდგა, თელავის Step-ის ფილიალის ახალი შენობითა და ახალი აღჭურვილობით უზრუნველყოფა იყო. შენობის სარემონტო სამუშაოები უკვე სრულად დასრულებულია და აუცილებელი ტექნიკური ნაწილითაც უზრუნველყოფილია.
ამ ეტაპზე ფილიალის დამატებითი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა მიმდინარეობს, თუმცა სასწავლო პროცესი უკვე დაწყებულია და სტეპის თელავის გუნდი #სტეპერებს ახალ მისამართზე – ახალ შენობაში მასპინძლობს.
IT აკადემია STEP-ის თელავის ფილიალის ახალი მისამართია – ილია ჭავჭავაძის მოედანი #4.
შენობა 400-ზე მეტ სტუდენტზეა გათვლილი და სრულად ფარავს Junior IT აკადემიის სასწავლო კურსებს. შემოდგომიდან კი პროფესიული კურსებიც სრულად ხელმისაწვდომი გახდება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სტეპის Online აკადემია, თელავთან ერთად, საქართველო ყველა რეგიონისთვის ხელმისაწვდომია.
[პარტნიორის კონტენტი]