in

ვიდეო თამაშების ინდუსტრია და საქართველო – IT აკადემია STEP x GGC

საქართველოში ვიდეო თამაშების სექტორი გასული წლების განმავლობაში მეტად აქტუალური ხდება როგორც ახალგაზრდებში, ისე ზრდასრულ ადამიანებში. დაინტერესებასთან ერთად უფრო დაუფრო მეტი კომპანია და გუნდი იქმნება, რომლებიც ვიდეოთამაშებს სხვადასხვა პლატფორმისთვის ქმნიან. იმისათვის რომ საქართველოში დამწყები თუ უკვე არსებული კომპანიები მეტად განვითარდნენ, ამისათვის მითითებულ სექტორის ხელშეწყობაა საჭირო. ზუსტად ამ მიზნისთვის შეიქმნა ორგანიზაცია GGC – Georgian Game Community, რომელიც ხელს უწყობს ვიდეო თამაშების სექტორის განვითარებას საქართველოში.

თამაშების ინდუსტრია ძალიან მზარდი ინდუსტრიაა, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივად ისწავლოდა მიჰყვე ახალ ტექნოლოგიებს. იმისათვის რომ ლოკალური თამაშების დეველოპერული კომპანიები მეტად სტაბილური და წარმატებული გახდეს, ამისათვის მნიშვნელოვანია ბევრი ადამიანი დაინტერესდეს ამ მიმართულებით, მიიღოს ცოდნა და დასაქმდეს. მეორეს მხრივ უკვე დასაქმებულ კადრებს საშუალება ქონდეთ მიიღონ მეტი გამოცდილება და დაუახლოვდნენ საერთაშორისო ბაზარზე არსებულ კომპანიებს.

გასულ წელს GGC- წამოიწყო პერიოდული, მასშტაბური სახის ღონისძიებების ორგანიზება, სადაც დაინტერესებული ადამიანები, ინდუსტრიაში მყოფი გამოცდილი ადამიანების პრეზენტაციებს ესწრება და საშუალება აქვს მიიღოს პასუხი მის დასმულ შეკითხვებზე. ღონისძიებების მიზანია დამსწრე საზოგადოებამ გამოცდილი ადამიანებისგან მიიღონ საინტერესო რჩევები და მითითებები, ასევე გაიგონ მათი ისტორიები და რაც ყველაზე მთავარია გაიცნონ ერთმანეთი, რის შედეგადაც ქვეყანაში უახლოეს წლებში გაცილებით მეტ თამაშების დეველოპერული კომპანიას უნდა ველოდოთ, რაც ლოკალურ ბაზარზე საგრძნობლად დიდ იმფაქტს მოახდენს.

პირველი GGC-ის შეხვედრა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შენობაშიტექნოპარკში ჩატარდა, რასაც 90-მდე ადამიანი დაესწრო. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ქონდა ენახა და მოესმინა თუ როგორ ქმნიდნენ ქართველი დეველოპერები ვიდეო თამაშებს, გაეგოთ თუ რა ხდება ქართული სტუდიების შიდა სამზარეულოში და შესულიყვნენ მათთან დისკუსიაში.

მეორე შეხვედრა უშუალოდ 2D ART IN GAMES – თამაშებში ორგანზომილებიან ციფრულ მიმართულებას შეეხო სადაც ლოკალური სტუდიებიდან მოწვეულმა სპიკერებმა ანიმაციაზე, ინტერფეისის დიზაინზე, კონცეპტ არტზე, პერსონაჟების და გარემოს დიზაინზე ისაუბრეს. მითითებულ ღონისძიებას 120-მდე ადამიანი ესტუმრა, რომელიც ტერმინალის საპრეზენტაციო სივრცეში გაიმართა. დამსწრე საზოგადოება ჩართული იყო აქტივობებში, რის შედეგადაც გამარჯვებულებს გადაეცათ როგორც ციფრული სახატავი პლანშეტები, ასევე GGC-ის პარტნიორი კომპანიის IT Academy Step-ის 50%-იანი ფასდაკლების სრული კურსის ვაუჩერები და ბრენდირებული საჩუქრები.

GGC- 2024 წლის განმავლობაში Meetup-ებსა და Gamejam-ებს გეგმავს, რაზეც პერიოდულად მის Facebook გვერდზე შეიტყობთ.

გამომდინარე იქიდან, რომ ვიდეო თამაშების სექტორის განვითარება, საზოგადოების მე-4 ინდუსტრიული რევოლუციისთვის მომზადებას ემსახურება, სწორედ ამიტომ IT აკადემია STEP – Georgian Game Comunity-ის პარტნიორია და GGC–ის თითოეულ აქტივობას გვერდში უდგას.

მათ ვისაც თამაშების ინდუსტრიაში უნდა რომ ჩაერთოს, განავითაროს თავისი ცოდნა და არ გამოტოვოს მსგავსი ტიპის აქტივობები, აუცილებლად უნდა გაწევრიანდეს Facebook-ზე GGC-ის დახურულ ჯგუფში.

[პარტნიორის კონტენტი]

საღებავების ბრენდი ქალებს საკუთარი „ფერების“ გამოხატვისკენ უბიძგებს

„ჯეტურ საქართველოს“ სპეციალური შეთავაზება მომხმარებლებს