in

IT აკადემია STEP – ემიგრანტებისთვის

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, ქართველი ემიგრანტების რაოდენობა უკვე 140,000-ს აჭარბებს და ეს რიცხვი ყოველწლიურად, საშუალოდ, 18%-ით იზრდება. ქართველების ემიგრაციის მიზანი სხვადასხვაა, თუმცა ძირითადად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და ოჯახს ეხება. ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, უარის თქმა უწევთ საკუთარ მიზნებზე და იმ ყველა შესაძლებლობაზე, რაც პერსონალური განვითარების საშუალებას აძლევს. საქსტატის მონაცემების მიხედვით, ქვეყნების ხუთეული, სადაც ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს შემდეგია:

  1. რუსეთი – 19 000-ზე მეტი
  2. საბერძნეთი – 14 000-ზე მეტი
  3. თურქეთი – 9000-ზე მეტი
  4. იტალია – 9000-ზე მეტი
  5. გერმანია – 6000-ზე მეტი

2022 წლის მონაცემებით, დაახლოებით 5000 ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს აშშ-ში, 3000 – ესპანეთში, 3200 – საფრანგეთში, ხოლო 12 000-ზე მეტი ქართველი ემიგრანტი გადანაწილებულია სხვადასხვა ქვეყანაში.

რაც შეეხება ემიგრანტების ასაკს, დაახლოებით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • 20-34 წლის – 80 000 ქართველი
  • 35-49 წლის – 41 700 ქართველი
  • 50-65 წლის – 21 000 ქართველი

IT აკადემია STEP-ის გამოცდილებითა და დაკვირვებით, ბევრია მსურველი, ვისაც საკუთარი შრომით მიღებული შემოსავლით, გარდა საცხოვრებელი და ოჯახური პირობების გაუმჯობესებისა, სურს პროფესიული თვითგანვითარება და ახალი, მოთხოვნადი პროფესიის შეძენა, რომლის საშუალებითაც, შეძლებს საკმარისი შემოსავლის მიღებას საქართველოშიც. ამ მხრივ, „სტეპის“ კურსებიდან მაღალი მოთხოვნით გამოირჩევა „ინტერიერის დიზაინის“  ონლაინკურსი.

გერმანიაში ცხოვრების დროს „ინტერიერის დიზაინის“ ონლაინ კურსი გაიარა #სტეპერმა მაკა ჭანტურიამ. მაკა ამბობს: „გერმანიაში ვიყავი და სწავლის პროცესი საქართველოდან მიმდინარეობდა. ჩემთვის ეს იყო ძალიან ხელსაყრელი, რადგან საღამოს საათებში ტარდებოდა ლექციები, სამსახურშიც არ მეშლებოდა ხელი და ჩვეულებრივად ვისვენებდი კიდეც“.

მაკა ჭანტურიას სრული ვიდეო ინტერვიუ:

გარდა ინტერიერის დიზაინისა, სტეპის ონლაინ აკადემია მოიცავს ასევე შემდეგ მიმართულებებს:

  • სარეკლამო დიზაინი
  • IT მხარდაჭერა / IT Support
  • Front-end / ვებ-პროგრამირება
  • PYTHON – პროგრამირება
  • UI/UX დიზაინი

თვითგანვითარებით დაინტერესებული ქართველი ემიგრანტების გარდა, სტეპის გამოცდილებით, ბევრია მსურველი, ვისაც ოჯახის წევრის განათლებაში წვლილის შეტანა სურს. ამ მხრივ გამოირჩევა ემიგრაციაში მყოფი მშობლების მიერ შვილებისთვის ან შვილიშვილებისთვის სწავლის დაფინანსების მოთხოვნა. სპეციალურად ამისთვის სტეპის დისტანციური კომუნიკაციის მართვის მენეჯერები მზად არიან, რომ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ დაინტერესებულ პირებს.

საკონტაქტო ტელეფონი:+995 (322) 15-55-51

 გვიპოვე სოციალურ ქსელებში:

გარდა ამისა, IT აკადემია STEP-ის ვებგვერდზე ITSTEP.GE შესაძლებელია დატოვო შენი ტელეფონის ნომერი და მოითხოვო პერსონალური კონსულტაცია სალექციო პროგრამებისა და სასწავლო პროცესის შესახებ.

IT აკადემია STEP-ის ფასდაკლებების პროგრამები ხშირად მოიცავს სპეციალურად ემიგრანტებისთვის განსაზღვრულ, სხვადასხვა სახის ხელსაყრელ შეთავაზებებს, ამიტომ თვალი ადევნე სტეპის სოციალურ ქსელებს, განვითარდი და განავითარე შენი მომავალი სწორად.

[R]

AI პერსონაჟი ფეხბურთში ქალების როლზე საუბრობს — კამპანია

ზუმერისა და მერი გიორგობიანის ფოტოპროექტი – „წამის მოტაცება” iPhone 15 Pro Max-ით