in

IT აკადემია STEP x RAICI APP – ცოდნით იგებ, ცოდნას იღებ!

„რა იცი“ აპლიკაციაა, რომელიც თამაშს, ცოდნას და გართობას აერთიანებს. მონაწილეებს საკუთარი ცოდნითა და ინტელექტით Live შოუს ფორმატში შეუძლიათ მოიგონ, როგორც ფულადი, ასევე სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი პრიზები. პროექტის შემქმნელთა მიზანი იყო, ამ შესაძლებლობის მასშტაბური და ხელმისაწვდომი ფორმით შეთავაზება საზოგადოებისთვის. სწორედ ამ ხედვის შედეგად შეიქმნა „რა იცი“ – მობილური აპლიკაცია, რომელიც აერთიანებს თამაშს, ცოდნასა და გართობას ერთ ინტერაქტიულ ფორმატში.

IT აკადემია STEP უკვე წლებია ავითარებს იდეას, რომ განათლება არ უნდა მოექცეს მხოლოდ საკლასო სივრცეში. დღეს სწავლა არა მხოლოდ ლექციაზე, არამედ ყველგან შესაძლებელია. დღეს სწავლა უნდა იყოს არა მხოლოდ ინფორმაციის მიღება, არამედ საინტერესო და სახალისო პროცესი.

სწორედ ამიტომ, IT აკადემია STEP „რა იცის“ მთავარი სპონსორი გახდა. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პრიზებისა, მონაწილეებს ასევე შეეძლებათ, მოიგონ სტიპენდიები და სწავლის შესაძლებლობა, საკუთარი ინტერესების შესაბამისად.

აპლიკაცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ნებისმიერ ადგილას და დროს მიიღოს მონაწილეობა ინტელექტუალურ თამაშში. თამაშის ფორმატი მოიცავს 10 შეკითხვას და 4 სავარაუდო პასუხს, თითოეულზე პასუხის გასაცემად კი მოთამაშეს 10 წამი ეძლევა. გამარჯვებულად ცხადდება ის, ვინც სწორად გასცემს პასუხს ყველა კითხვაზე და იღებს წილს სპონსორის მიერ დაწესებული საპრიზო ფონდიდან. „რა იცი“ გათვლილია ფართო აუდიტორიაზე და ხელმისაწვდომია ყველა ასაკის სმარტფონის მომხმარებლისთვის.

„რა იცი“ წარმოადგენს თანამედროვე მიდგომას, რომელიც აერთიანებს განათლებას, ტექნოლოგიასა და მარკეტინგს ერთ ეკოსისტემაში. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სწავლა და გართობა იქცეს ერთიან სივრცედ, სადაც ცოდნა არა მხოლოდ ღირებულებაა, არამედ აქტიური ეკონომიკური რესურსიც.

განვითარდი და განავითარე შენი ცოდნა თამაშით!

[პარტნიორის კონტენტი]

The Ordinary ვირუსულ ტრენდებსა და რუტინებს მეცნიერებით უპირისპირდება — The Periodic Fable

როგორ გამოვიყენოთ AI პროდუქტიულად?