in

It can’t be bad. Because it is made by you — სრულყოფილი კამპანია არასრულყოფილებაზე

ადამიანების უმეტესობას სურს, სრულყოფილი იყოს და ამ სურვილში ნამდვილად არაფერია ცუდი. ვერავინ დაგვადანაშაულებს იმაში, რომ საკუთარი თვის საუკეთესო ვერსიამდე მივისწრაფვით. სრულყოფილებისკენ სწრაფვა სასარგებლოა, როდესაც ამაში პროგრესი იგულისხმება. თუმცა პერფექციონიზმი ხშირად დიდ მოლოდინებთან ასოცირდება და სწორედ აქ ჩნდება ტოქსიკურობის შეგრძნებაც — ოდნავი კრახიც კი საკმარისია იმისათვის, რომ საკუთარი თავი უბედურად მივიჩნიოთ. თითქოს, იდეალის მიღწევის გზაზე შეცდომები არ გვეპატიება.

BOG

ამ დროს მნიშვნელოვანია გვახსოვდეს: ადამიანები არ შევქმნილვართ იმისთვის, რომ სრულყოფილები ვიყოთ — სინამდვილეში, არასრულყოფილება არის ის, რაც ადამიანებად გვაქცევს. ნაკლოვანებების აღიარება ნიშნავს მიღებას. ასევე, იმის აღიარება, რომ შეცდომების დაშვება კარგია, გამბედაობას მოითხოვს და სწორედ ამ დროს მიიღწევა პროგრესი. მოკლედ, HORNBACH-ის კონცეფციას უნდა მივმართოთ: „სრულყოფილად არასრულყოფილი“. სწორედ მას ეკუთვნის კრეატიული კამპანია “It can’t be bad. Because it is made by you”. 

ვიდეორგოლი, რომელზეც Heimat Berlin-მა იმუშავა, ლამაზი მორალის მქონე ზღაპარს ჰგავს. ის გვეუბნება, რომ წარუმატებლობა ცუდი არ არის, არამედ არის შესაძლებლობა, ხარვეზებს სხვა პერსპექტივით შევხედოთ.

„ჰუმანურობა, გაგება და თანაგრძნობა ყოველთვის იყო ჩვენი მუშაობის ატრიბუტი HORNBACH-თან. არსებითად, ჩვენ ვიწყებთ ადამიანებით და იმ დროით, რომელშიც ვცხოვრობთ. სხვა რამეს აზრი არ ექნება“, — განმარტავს გვიდო ჰეფელსი, Heimat-ის თანადამფუძნებელი.

პარკეტი ჭრაჭუნობს? საღებავი გააფუჭეთ? არასწორად დაგებული ფილები აბაზანის ლანდშაფტს „არღვევს“? ან, სკამის ერთი ფეხი სხვებზე მოკლეა? არ ინერვიულოთ — ეს უბრალოდ მშვენიერია, რადგან იცით, რომ მთელი გული ჩადეთ კონკრეტულ საქმეში. და მაშინაც კი, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა, მაინც უნდა იამაყოთ შედეგებით.

ყველა ეს მცირე არასრულყოფილება ლამაზად არის აღბეჭდილი ერთწუთიან ვიდეოში, რომელიც ზოგიერთი ხელოსნის სრულიად არასრულყოფილ გამოცდილებას ასახავს.

პირველი ქართველი, რომელმაც ჯესიკა უოლშის სააგენტოში დაიწყო მუშაობა

ჩემი ფავორიტი 3 რეკლამა – გიგი სარჯველაძე