11
იან
2017

ქართველ ახალგაზრდებს IT ჩემპიონატ Golden Byte-ში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ

11 იან 2017

15 დეკემბრიდან საქართველო პირველად მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო IT ჩემპიონატ Golden Byte-ში, რომლის მიზანიც, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს განვითარება, პოპულარიზაცია, ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერა და მძლავრი Startup პლათფორმის შექმნაა. ჩემპიონატის ბაზაზე მონაწილეებს საშუალება ექნებათ, მიიღონ მაღალკვალიფიციური რჩევები და მენტორინგი მსოფლიო მასშტაბის IT სპეციალისტებისგან.

BOG PLUS

საერთაშორისო IT ჩემპიონატი Golden Byte უკვე 9 წელია იმართება და მასში მონაწილეობის მიღება სრულიად უფასოა. ყოველ წელს პროექტში მონაწილეობას 10 000-ზე მეტი აპლიკანტი იღებს.  15 დეკემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, 10-27 წლამდე მსურველებს საშუალება აქვთ გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია და გააგზავნონ საკუთარი პროექტები ჩემპიონატის ოფიციალური ვებ გვერდიდან. 5-15 თებერვლამდე გაიმართება რეგიონალური ტურები, რომლის შემდგომაც, აპრილში, გამარჯვებული გუნდები ფინალურ ეტაპზე გაემგზავრებიან კიევში. ფინალისტი გუნდების მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს უზრუნველყოფს IT Academy STEP პარტნიორებთან ერთად. ფინალში გამარჯვებული გუნდი იღებს პრიზის სახით 20 000$-ს.

ჩემპიონატის დებულება მოიცავს შემდეგ ნომინაციებს:

  • Startup Challenge – პროგრამული უზრუნველყოფის პროექტების კონკურსი
  • Networking Technologies – სისტემური ადმინისტრატორების ნომინაცია
  • Mobile Development – მობილური აპლიკაციების კონკურსი
  • Game Design – თამაშების შექმნის კონკურსი
  • Character Design – პერსონაჟის დიზაინის კონკურსი
  • Web Design – ვებ-პროექტების კონკურსი
  • Short Movie – მოკლემეტრაჟიანი რგოლის კონკურსი
  • Junior Competition – საბავშვო კონკურსი 10-14 წლამდე
  • NoSQL Expert – საინფორმაციო ბაზებთან მუშაობის კონკურსი
  • Internet Of Things – ინოვაციზრდა ური პროექტების კონკურსი

ფერიდე გიაშვილი

პროექტის ორგანიზატორია IT Academy STEP. 2015 წლიდან თბილისში კომპანიის საქართველოს ფილიალი გაიხსნა, რის საფუძველზეც ქართველმა ახალგაზრდებმა Golden Byte-ში მონაწილეობის საშუალება მიიღეს. IT Academy STEP-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ფერიდე გიაშვილის თქმით, მათი მთავარი მიზანია ქართველი ახალგაზრდების წარმატების ხელშეწყობა საერთაშორისო ასპარეზზე:

M: რა საპრიზო ადგილებია გამოყოფილი ჩემპიონატში?

Golden Byte-ში არის 10 ნომინაცია, სადაც მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად (1-3 მონაწილე). ყველა კატეგორიას ეყოლება თითო გამარჯვებული, ასევე სპეციალური გრანპრის სახით საუკეთესო დაჯილდოვდება 20 000$-ით. პროექტის ფინალურ ეტაპზე მონაწილეები შეხვდებიან ენჯელ ინვესტორებს, რომლებისგანაც მიიღებენ საკმაოდ დიდ ინვესტიციებს.

M: რა დადებითის მომტანი იქნება ამ ჩემპიონატში მონაწილეობა ინფორმაციული ტექნოლოგიებით დაინტერესებული ქართველი ახალგზრდებისთვის და მთლიანად სფეროს განვითარებისთვის?

მონაწილეებს საშუალება ეძლევთ, მიიღონ მაღალკვალიფიციური რჩევები და მენტორინგი მსოფლიო მასშტაბის IT სპეციალისტებისგან. ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს განვითარება მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, განათლების, ახალგაზრდული იდეების ხელშეწყობა, ინვესტიციების მოზიდვის და ეკონომიკის ზრდის გამომწვევია გლობალიზაციის პირობებში.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ:

Facebook

Goldenbyte.org

 

 

განხილვა