IT კომპანიამ IT CRAFT, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში, 5 000 ლარიანი შეიტანა. თუმცა, მათი სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი ამით არ დასრულებულა და როგორც თავად ამბობენ, მზად არიან, დღეს არსებული კრიზისი დაძლევაში, პროფესიული კუთხით, ნებისმიერ ბიზნესს დაეხმარონ.
„იმისათვის რომ ბიზნესმა, საგანგებო რეჟიმში, შეუფერხებლად იმუშაოს, საჭიროა:
- VPN ტექნოლოგიების დახმარებით, მოახდინოთ თქვენს ბიზნეს აპლიკაციებზე და მონაცემთა ბაზებზე უსაფრთხო და შეუფერხებელი წვდომა
- სერვერები უმჯობესია გქონდეთ გატანილი „ქლაუდში“ ან კოლოკაციაზე, რომ არ შეუწყდეს დენი, გაგრილება და ქონდეს სათანადო პირობები.
- ფაილების მიმოცვლისთვის და კოლექტიური მუშაობისთვის კარგი იქნება, გქონდეთ დოკუმენტბრუნვის რაიმე პროგრამა, ან უბრალოდ მოხერხებული ფაილების შესანახი „ქლაუდში“ (Zoho Remotely, Google G-Suite, Microsoft office 356 და ა.შ)
- კარგი იქნება, გქონდეთ შიდა ჩატი. თუ კომპანია პატარაა, – Viber და WhatsApp, ხოლო დიდი მასშტაბების შემთხვევაში, უმჯობესია საკუთარი ან ქლაუდ სისტემა.
- პარტნიორებთან თუ თანამშრომლებთან „ონალაინ“ თათბირებისა და ვიდეოკონფერენციებისთვის გირჩევთ meet.itcraft.ge-ს. პროგრამა განთავსებულია საქართველოში და მუშაობს ლოკალურ ინტერნეტზე, შესაბამისად აქვს უკეთესი ხარისხი. მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება შეგვიძლია დავუნერგოთ ნემისმიერ მსურველს, თავისთან.
- და რაც მთავარია უზრუნველყავით თქვენი თანამშრომლების კომპიუტერების უსაფრთხოება სახლში, კარგი ანტივირუსებით, ინტერნეტის უსაფრთხოების სისტემებით და სხვა ტიპის დაცვის საშუალებებით, რომლებიც მოიპოვება „ქლაუდში“.
ამ საკითხებში ნებისმიერ ბიზნესს ვთავაზობთ დახმარებას და მათი სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობას“.
IT CRAFT-ში ამბობენ, რომ თავადაც დისტანციურად, სახლიდან მუშაობენ – ეხმარებიან კლიენტებს, ატარებენ ვიდეო თათბირებს და შეხვედრებს, თავისივე შექმნილი პლატფორმა Meet-ის მეშვეობით. მათი თქმით, უკვე ბევრმა კომპანიმ მიმართა, რომელებიც დისტანციურად მუშაობენ ან აპირებენ ამ რეჟიმზე გადასვლას, საამისოდ კი IT მხარდაჭერა სჭირდებათ.
„მიუხედავად იმისა რომ დაიხურა ბევრი ქსელური მაღაზია, შემცირდა ტურისტების ნაკადი და გაჩერდა ზოგიერთი წარმოება, ბიზნეს ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში მაინც აქტიურად მიმდინარეობს, რასაც ჩვენი კლიენტების მუშაობის პროცესზე თვალყურისდევნებით ვხედავთ და რაც იმედს გვაძლევს, რომ ამ კრიზისს ყველანი ერთად, წარმატებით გადავლახავთ.
ტექნიკის და საყოფაცხოვრებო ნივთების ბევრი მაღაზია გადაეწყო „ონლაინ“ რეჟიმში გაყიდვაზე და სახლში მიტანის სერვისებზე, რის გამოც მათ დასჭირდათ სახლიდან წვდომა თავიანთ ბიზნეს პროგრამებზე და მონაცემთა ბაზებზე რასაც ჩვენი დახმარებით შეუფერხებლად და უსაფრთხოდ ახერხებენ.
ზოგიერთი ჩვენი კლიენტი სასტუმრო გადაკეთდა საკარანტინო ზონად, ახლა კი უფრო მეტი მოთხოვნა აქვთ WI-FI-ს ხარისხზე და შეუფერხებელ მუშაობაზე ვიდრე ოდესმე. ჩვენც ვცდილობთ, გაგებით და ყურადღებით მოვეკიდოთ მათ. უკვე მოგვმართეს სხვადასხვა ბიზნესებმა რომლებთანაც მანამდე ურთიერთობა არ გვქონია და გვთხოვეს სახლიდან მუშაობის რეჟიმზე გადასვლაში დახმარება. ჩვენც დიდი სიხარულით და პასუხისმგებლობით ყველაფერი გავაკეთეთ მათ დასახმარებლად. ბუნებრივია, ახლაც მზად ვართ, ნებისმიერ მსურველს დავეხმაროთ“.
[R]