Joker 2 რომ კინოთეატრებში გამოვიდა, ამ ამბის შესახებ ჯერ ლედი გაგამ გვაცნო და „მონა ლიზას“ ჯოკერის ღიმილი დაახატა, ახლა კი Heinz-მა გადაწყვიტა, მსგავსი ხერხი თავის მომხმარებლებზე გამოეყენებინა. ამგვარად, „ღიმილების კამპანია“ შემოგვთავაზა და Heinz-ით დახატული კლოუნის ღიმილით სოუსების მოყვარულთა ქაოტური ბედნიერება გვაჩვენა. ასე სურდათ, ტომატის კეტჩუპით სიამოვნების შეგრძნება ჩვენამდე მხიარული გზით მოეტანათ. სლოგანიც შესაბამისია — It Ha-Ha-Has to Be Heinz.
„ჩვენთვის საყვარელი ბევრი ანტიგმირის მსგავსად, Heinz Ketchup-ის ფანები დიდად არ წუხან ცოტა დასვრაზე. ჩვენ კი გადავწყვიტეთ, ეს ირაციონალური სიყვარული მიგვეღო, რომელიც მთლიან სახეზე წერია… როცა გემო ასეთი კარგია, It Ha-Ha-Has to Be Heinz“, — აცხადებენ GUT New York-ის სააგენტოში.