PS5 კონსოლის გამოშვების ხუთი წლის იუბილეს ვუახლოვდებით და საოცარია იმ გამოცდილების ნახვა, რომელიც PS5-მა მოთამაშეებს შესთავაზა, მით უმეტეს, რომ წინ კიდევ უფრო მეტი თავგადასავალი გველოდება. ამ წლებში მოთამაშეებმაც გააზიარეს ემოციები, რომლებიც PS5-ის თამაშის დროს ნანახი არაჩვეულებრივი მომენტების გამო განიცადეს და სწორედ ეს იქცა ახალი სარეკლამო კამპანიის შთაგონებად.
სულ სამ განსხვავებულ ამბავს გვიყვებიან და გვიმტკიცებენ, რომ მსგავსი სიუჟეტები მხოლოდ PS5-ში შეიძლება განვითარდეს, იქნება ეს კოშკის თავზე ჩამოცმული მანქანა:
თევზაობის მოულოდნელი ნადავლი:
თუ წარუმატებელი ავტოსტოპი ჩამოვარდნის შემდეგ:
თუმცა PS5 არც ამაზე გაჩერებულა და მსგავსი მოულოდნელი მომენტები ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოიტანა. ნოემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, შესაძლოა, მოთამაშეები მსოფლიოს სხვადასხვა ადგილზე წააწყდნენ კამპანიით შთაგონებულ თემებს — მაგალითად ავსტრალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში უცხოპლანეტელებს, მექსიკაში, იტალიასა და გაერთიანებულ სამეფოში მისტიკურ არსებებს…












