in

კამპანია შინაგანი მოტივაციის შენარჩუნებაზე — It Hasn’t Changed

BOG
BOG

Gatorade, მსოფლიოს წამყვანი სპორტული სასმელების ბრენდი, უდიდესი კამპანიის აღორძინებას იწყებს, სახელწოდებით „Is It You?“. თავდაპირველად 1990-იანი და 2000-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა, მხოლოდ ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის მონაწილეობით. ახლა კი განახლებული, დინამიკური 60-წამიანი ვიდეორგოლი „It Hasn’t Changed“ ზეტ თაობის სპორტსმენებისკენაა მიმართული — მათ მოუწოდებს, გარე ზეწოლისა და სოციალური ქსელების მიღმა იფიქრონ; საკუთარ შინაგან სწრაფვაზე ფოკუსირდნენ.

დღეს სპორტსმენობა რადიკალურად განსხვავდება სამი ათეული წლის წინანდელი რეალობისგან. Gatorade-ის ბოლო მონაცემებით, ზეტ თაობის სპორტსმენების 53% წყვეტს სპორტულ ცხოვრებას გარე ფაქტორების გამო — მათ შორისაა სოციალური ზეწოლა და არარეალური მოლოდინები. ახალი კამპანიის მიზანი კი ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა და ახალგაზრდების დარწმუნებაა, მხოლოდ შინაგან მოტივაციას მიჰყვნენ.

„როგორც ბრენდი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში სპორტსმენებს აძლიერებს, ჩვენ მზად ვართ, არა მხოლოდ დავეხმაროთ მათ სწორი გზის შენარჩუნებაში, არამედ თითოეულის უნიკალურობაც აღვნიშნოთ“, — ამბობენ Gatorade-ის წარმომადგენლები.

მეცნიერებმა მარსის ზედაპირზე ხვრელი აღმოაჩინეს!

მელანომის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად ფრჩხილის სტიკერები გამოუშვეს