in

IT კომპანიები შეძლებენ, საერთაშორისო სტატუსი მიიღონ და ნაკლები საშემოსავლო და მოგების გადასახადი გადაიხადონ

დღეს დამტკიცდა წესი, რომლის მიხედვითაც აიტი კომპანიები, ნებადართული საქმიანობის განხორციელების ნაწილში, შეძლებენ, მიიღონ საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, რის შემდეგაც საშემოსავლო და მოგების გადასახადი იქნება 5%.

BOG
BOG

ასევე, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს, შეამციროს მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა, საქართველოს მოქალაქე რეზიდენტი დაქირავებული პირისათვის გადახდილი ხელფასის ხარჯის პროპორციულად.

„მინდა, მივულოცო სრულიად აიტი ინდუსტრიას ეს მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯი!დარწმუნებული ვარ, აღნიშნული რეფორმა ხელს შეუწყობს ქართული აიტი კომპანიების გამსხვილებას და ქვეყანაში ახალი და მსხვილი საერთაშორისო დაკვეთების შემოტანას. ასევე – მსხვილი აიტი კომპანიების შემოსვლას ქვეყანაში. ორივე შემთხვევაში, ქართულ ეკონომიკაში ეს არის სერიოზული შენატანი და იძლევა ჩვენი ბევრი მოქალაქის მაღალანაზღაურებად დასაქმებას“, – ამბობს GITA-ს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე.

შეგახსენებთ, დღემდე არსებული წესის მიხედვით, აიტი კომპანიებისთვისაც (როგორც სხვა ბიზნესისთვის) საშემოსავლო 20%, მოგების გადასახადი კი 15%-ია.

ჩემი სოფელი: ქალები ქედადან თაფლის წარმოებას ავითარებენ

ხანძრების „წინასწარმეტყველება“ და CO2-ის ემისიების რეგიონალიზაცია – ვინ გაიმარჯვა NASA Space Apps Challenge Tbilisi-ზე