კლიმატის ცვლილებებზე სულ უფრო მეტად ვამახვილებთ ყურადღებას — ნელ-ნელა ყველა ვაცნობიერებთ, რომ ეს არა თუ ჩვენგან დამოუკიდებლად არსებული პრობლემაა, არამედ ყველას თანაბრად გვეხება.
ამ იდეის დემონსტრაციას წარმოადგენს E.ON UK-ის რეკლამა It’s Time. მისი სიუჟეტი საკმაოდ კრეატიულ ხაზს ეფუძნება — ირგვლივ სხვადასხვაგვარი კლიმატის პრობლემები ვითარდება და მწვავდება, ადამიანები კი სხვადასხვა საქმით გართულები ვერაფერს ამჩნევენ… სრულიად მშვიდად არიან და ინდიფერენტულად მღერიან, „დროაო“. საბოლოოდ, ერთ-ერთი პერსონაჟი თვალს გაუსწორებს რეალობას, აღმოაჩენს, რომ გარშემო მთელი ტყე იწვის — მისი სიმშვიდე და სასოწარკვეთილი გაოგნებით იცვლება.