in

„ყველაფერი TikTok-ზე იწყება“

BOG
BOG

TikTok-მა იცის, რომ სხვადასხვა ტიპის ადამიანების თავშესაყარს წარმოადგენს, პლატფორმაზე კი ყველა თავის ნიშას პოულობს. კულინარიით დაწყებული, იოგითა და ცხოვრების სწორი წესით დასრულებული, ბევრი ჩვენგანი სოციალურ მედიას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. სწორედ ეს იდეა ჩანს კრეატიულ სააგენტო Lucky Generals-თან თანამშრომლობით შექმნილ კამპანიაში.

სიუჟეტის მთავარ გმირს ერთი მამაკაცი წარმოადგენს, რომელიც ტიკტოკზე თავისთვის საინტერესო კონტენტს პოულობს და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება ვიდეოების შინაარს. თანდათან კი სულ უფრო მეტად შედის აზარტში…

„TikTok შთაგონებისა და ახალი ნივთების აღმოჩენის ადგილია. ჩვენი საზოგადოება ამტკიცებს, რომ შთაგონებას საზღვრები არ აქვს. აქ არაჩვეულებრივ მომენტებს აღვნიშნავთ, რომლებიც სხვებისთვის ინსპირაციად იქცევა“, — ამბობს ჰარი უილსონი, TikTok UK, Ireland & Nordics-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

სად შევხვდეთ 2024 წელს?

ალტე უნივერსიტეტის სასკოლო სტარტაპ მარათონი დასრულდა