თბილისში, CAVEA-ს კინოთეატრებში A Minecraft Movie-ის მსოფლიო პრემიერა გაიმართა. თუმცა ეს დღე მარტო ფილმს არ ეკუთვნოდა. სითი მოლი საბურთალოს და გალერია თბილისის კინოთეატრებში მისულ მაყურებელს, სიურპრიზებით სავსე გარემო დახვდათ, სადაც ერთ შინაარსში ერთიანდებოდა თამაში, კინო და სტუდენტური შემოქმედება.
ფოტო ზონები Minecraft-ის სტილში, სპეციალურად მოწყობილი გასართობი კუთხეები ბავშვებისთვის, სიურპრიზები და თემატური საჩუქრები. მოეწყო სტეპის გრაფიკული დიზაინის სტუდენტების თემატური ნამუშევრების გამოფენა: პოსტერები, ილუსტრაციები, კინო-ბანერები და სხვა ტიპის ვიზუალური მასალები, რომელიც Minecraft-ის სამყაროს ასახავდა. მაყურებელს საშუალება ჰქონდა ადგილზე შეეფასებინა ნამუშევრები და QR კოდის გამოყენებით, გამოევლინათ საუკეთესო ნამუშევრის ავტორი. აღსანიშნავია, რომ სტუდენტებმა არა მხოლოდ კრეატიული დავალება შეასრულეს, არამედ მიიღეს ის, რაც ზოგადად ხშირად აკლია ხოლმე სასწავლო პროცესს – ცოცხალი, რეალური გამოხმაურება.
ფანტაზიის ღია სივრცე, თამაშის თავისუფლება და უნარი, ყველაფერი თავად შექმნა – ეს ის ელემენტებია, რაც გამოარჩევს Minecraft-ს. A Minecraft Movie სათავგადასავლო, ნოსტალგიური და ვიზუალურად გამორჩეული პროდუქტია. საერთაშორისო გამოცემების შეფასებით, ფილმი ზუსტად ინარჩუნებს Minecraft-ის სულიერებას, ეს არის ერთ-ერთი ის იშვიათი შემთხვევა, როცა თამაშის ეკრანიზაცია საკუთარ გზას პოულობს და ამასთან, არ კარგავს თვითმყოფადობას.
ამ ყველაფერთან ერთად, ის მნიშვნელოვანი იდეა, რომ სასწავლო გარემო რეალურ შესაძლებლობად გადაიქცეს, სწორედ ამ მიდგომას აფასებს IT აკადემია STEP – სწავლა მხოლოდ აუდიტორია და ლექცია არ უნდა იყოს. სწავლის პროცესში, სტუდენტებმა უნდა შეიძინონ რეალური გამოცდილება, რაც მათ მისცემთ სწორ მიმართულებას, შემატებს დამაჯერებლობას და ჰქონდეთ კარიერის დაწყების შესაძლებლობა.
A Minecraft Movie-ის კინოჩვენებას, სტეპის მოწვევით, ასევე ესწრებოდნენ ცნობილი ქართველი იუთუბერები H1Ta და NikaTMG. ბავშვებს საშუალება ჰქონდათ, რეალურად გასაუბრებოდნენ მათ, გადაეღოთ სამახსოვრო ფოტოები, ეთამაშათ Minecraft მათთან ერთად და დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები.
ფილმის პრემიერის დღეს, ბევრ ბავშვს პირველად გაუჩნდა განცდა, რომ როცა გაიზრდება, დიზაინერი გახდება. სტეპის სტუდენტმა, კი გრაფიკული დიზაინის კონკურსის ფარგლებში, პირველად იგრძნეს, რომ მათი ნამუშევარი, ვინმეს მართლა მოეწონა. სწორედ ეს არის ის შედეგი, რისთვისაც ასეთ პროექტებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს IT აკადემია STEP დაარსების დღიდან.
[პარტნიორის კონტენტი]