in

სტეპში Night Talk-ის დროა!

Night Talk @ STEP – IT აკადემია STEP-ის, საღამოს საქმიანი შეხვედრების სერიებს მოიცავს. ყავის სტარტი და ბევრი სნექი, კოქტეილები და ნეთვორქინგი, ახალი თაობისთვის საინტერესო პროფესიული თემები და სტუმრად პროფესიონალები – ეს ის მთავარი ინგრედიენტებია, რასაც სტეპი, Night Talk-ზე სტეპერებს სთავაზობს.

“რადგან, ჩვენი მთავარი მოტივი მუდმივი განვითარებაა, Night Talk-ის საშუალებით, გვსურს ყველა სტეპერისთვის, როგორც მიმდინარე მოსწავლეებისთვის, ასევე მათთვის, ვინც სტეპის კურსები უკვე გაიარა და რა თქმა უნდა #სტეპერი მასწავლებლებისთვის, შეგვეთავაზებინა უშუალო გარემო, სადაც ისინი, თანამედროვე პროფესიების ირგვლივ არსებულ საკითხებზე, მოწვეულ პროფესიონალებთან ერთად ისაუბრებდნენ. ამასთან, გარდა საუბრისა, გვსურს სტეპერებს გავაცნოთ ის ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებას უკვე მიაღწიეს და ისინი, ვინც განვითარებას დღესაც განაგრძობენ. ამიტომ სტუმრებსაც დიდი ყურადღებით ვარჩევთ” – ამბობს სტეპის მარკეტინგის მენეჯერი მარიამ შოშიაშვილი.

Night Talk-ის პირველი თემა “დისტანციური მუშაობა” ხოლო პირველი სტუმარი, კი ციფრული სააგენტო GEGIDZE-ისა და IT რეკრუტინგული კომპანია Team Up-ის დამფუძნებელი ვაკო გეგიძე იყო. შეხვედრა სტეპერებისთვის IT აკადემია STEP-ში შედგა, ხოლო LIVE ჩვენება სტეპის YouTube არხზე მიმდინარეობდა, რასაც საზოგადოების მხრიდან დადებითი გამოხმაურება უკვე მოჰყვა.

“მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი ხანია, უკვე ამისთვის ვემზადებით, მაინც იყო იმის რისკი, რომ პირველი Night Talk წელს ვერ მოგვესწრო. მაგრამ, სტეპის ადმინისტრაციული გუნდის ძალიან დიდი მონდომებით, რომლებმაც პირადი საქმეებიც კი გვერდზე გადადეს, უკვე წელსვე, ვაკოს შემდეგ მეორე სტუმარიც გვეყოლება. ამ ყველაფერში კი უშუალოდ მაკას (IT აკადემია STEP-ის დამფუძნებელი და დირექტორი) ძალიან დიდი მხარდაჭერა და სრული ნდობა გვიმაგრებდა ზურგს. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ჯერ ისევ ექსპერიმენტულია, ბევრი საინტერესო თემა და ძალიან საინტერესო სტუმრები გვყავს იდენტიფიცირებული, რომლებსაც Night Talk-ზე ვუმასპინძლებთ. გეგმებთან ერთად, მიზნებიც დიდი და ამბიციური გვაქვს, ამიტომ წინ კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი წელი (და წლები) გველოდება” – ლაშა ცაგარეიშვილი, ქოფირაითერი, Night Talk-ის მოდერატორი.

[პარტნიორის კონტენტი]

„ადამიანები ვისწავლით მოსმენას იმისთვის, რომ გავიგოთ და არა იმისთვის, რომ ვუპასუხოთ“

York Holding Group წიგნ „კვარას საქართველოს“ სპონსორია