თანამედროვე სამყაროში კარიერული განვითარება მხოლოდ ცოდნით აღარ განისაზღვრება – საჭიროა გარემო და შესაძლებლობები, რომლებიც რეალურ ზრდას უზრუნველყოფს. სწორედ ასეთ სივრცედ იქცა Unlimited Summit.
ღონისძიებამ ერთი მიზნის ქვეშ გააერთიანა მოტივირებული ადამიანები, რომლებსაც სურთ განვითარდნენ, შექმნან და გადადგან შემდეგი ნაბიჯი პროფესიულ გზაზე. სამიტზე, გამოცდილების გასაზიარებლად და ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად, ერთი პლატფორმაზე შეხვდნენ ფრილანსერები, მეწარმეები და ციფრული სფეროს წარმომადგენლები.
IT აკადემია STEP, როგორც ღონისძიების მხარდამჭერი, აქტიურად არის ჩართული ისეთი გარემოს შექმნაში, სადაც ცოდნა პრაქტიკად გარდაიქმნება და რეალურ შედეგებამდე მიჰყავს ადამიანს. 10+ წლიანი გამოცდილებით, სტეპი აგრძელებს თანამედროვე, მოთხოვნად მიმართულებებში პროფესიონალების მომზადებას – პროგრამირება, გრაფიკული დიზაინი, AI, კიბერუსაფრთხოება და რა თქმა უნდა, ციფრული მარკეტინგი.





დღეს ამ მიმართულებების მნიშვნელობას გლობალური კვლევებიც ადასტურებს – World Economic Forum-ის კვლევების მიხედვით, სამუშაო ადგილების 50%-ზე მეტ შემთხვევაში, გრდაუვალი იქნება თანამშრომლების უნარების გადახედვა (reskilling), ხოლო ყველაზე სწრაფად მზარდ მიმართულებებს შორის სწორედ ტექნოლოგიური და ციფრული პროფესიები სახელდება. 2027 წლამდე სამუშაო ადგილების დაახლოებით 44% შეიცვლება. დამსაქმებელთა 60%-ზე მეტი პრიორიტეტს ანიჭებს თანამშრომლების გადამზადებასა და ახალი უნარების განვითარებას. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად კრიტიკულია თანამედროვე, პრაქტიკული ცოდნა.
ღონისძიების ფარგლებში IT აკადემია STEP-ის თანადამფუძნებელმა, მაკა მახათაძე-მ ისაუბრა თემაზე: როგორ ვიყოთ საჭირო ადამიანები AI-ის ეპოქაში? – პროფესიების ტრანსფორმაცია და საჭირო უნარები ინდუსტრია 5.0-ში, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ უნარებზე, რომლებიც თანამედროვე შრომის ბაზარზე კონკურენტულ უპირატესობას განსაზღვრავს.
Unlimited Summit-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო დასაქმების ფესტივალი, სადაც მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა უშუალოდ დაჰკავშირებოდნენ კომპანიებს და გაეფართოებინათ კარიერული შესაძლებლობები. ღონისძიებაზე IT აკადემია STEP-ის სივრცეში გაიმართა ინტერაქციული აქტივობები. ქვიზების საშუალებით მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოეგოთ პრაქტიკული ვორქშოპები და კიდევ უფრო ახლოს გაცნობოდნენ თანამედროვე ტექნოლოგიურ მიმართულებებს.
მსგავსი ღონისძიებები ქმნის ძლიერ კომუნას. სივრცეს, სადაც იწყება რეალური განვითარება.
[პარტნიორის კონტენტი]













