in

რეალობა ფინიშის ხაზამდე — Powerade-ის კამპანია

BOG
BOG

Powerade-მა, სპორტული სასმელების გლობალურმა ლიდერმა და Paris 2024-ის ოლიმპიური თამაშების ოფიციალურმა სასმელმა, ახალი საინტერესო კამპანია წამოიწყო — ვარსკვლავური სპორტსმენების, შა’კარი რიჩარდსონისა და კეტი კრაიმსის მონაწილეობით.

ორ დინამიკურ 30-წამიან რეკლამაში დაუზოგავ თავდადებას, მსხვერპლის გაღებასა და მზადებას ვხედავთ… თვალსაჩინოდაა წარმოჩენილი, რამდენად დიდ ძალისხმევას დებენ მიზნების მისაღწევად. კამპანია ხაზს უსვამს ვარჯიშის „უხილავ“ პერიოდს და მომავალ თაობებს შთააგონებს, საკუთარ ოცნებებს აედევნონ.

„Powerade საკულტო ბრენდია, რომელსაც ღრმა ისტორია აქვს ოლიმპიურ თამაშებზე. ამიტომაც გადავწყვიტეთ ორ საუკეთესო ამერიკელ სპორტსმენთან თანამშრომლობა — ისინი ზუსტად განასახიერებენ ჩვენი ბრენდის იდენტობას. ფინიშის ხაზამდე ვერავინ ხედავს მათ თავდაუზოგავ შრომას, არავინ იცის, რამდენ გამოწვევასთან უწევთ გამკლავება და როგორ იზრდებიან დღიდან დღემდე… ჩვენ კი მუდამ მათ გვერდით ვართ, როგორც ერთ-ერთი წამყვანი სპორტული სასმელი“, — განმარტავს Bodyarmor Sports Nutrition-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ტომ გარჯიულო.

კამპანიაზე It Takes More Than Ever კრეატიულმა სააგენტო Ogilvy-მ იმუშავა.

დაიბრუნა თუ არა Apple-მა ბაზარზე პირველობა?

გასული წლის ყველა თვე რეკორდული ტემპერატურის იყო — NASA