საქართველოს IT/Tech სფეროს წარმომადგენლები გაიფიცნენ. 12 და 13 დეკემბერს, ისინი უარს ამბობენ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებაზე და რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობისთვის. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ჩვენთვის, საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT/Tech) სფეროს წევრებისთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანია პროგრესული და განვითარებული სამყაროს ნაწილად ყოფნა.
ტექნოლოგიური კომუნის წევრები, ვეხმაურებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მხარში დავუდგეთ ყველას, ვინც ახლა ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლისთვის იბრძვის.
პროტესტის ნიშნად, ხუთშაბათს და პარასკევს,12 და13 დეკემბერს უარს ვაცხადებთ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებაზე. 11:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, ველოსიპედის ძეგლთან და მსვლელობით მივდივართ პარლამენტის წინ.
კატეგორიულად ვგმობთ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევასა და ევროკავშირის გზიდან გადახვევას; ასევე, ძალოვანი სტრუქტურების მიერ მომიტინგეების სასტიკად დარბევასა და ცემას.
ჩვენ სრულად ვიზიარებთ ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის მოთხოვნებს:
● რეჟიმის პოლიტპატიმრების გათავისუფლებას;
● ხელახალი არჩევნების ჩატარებას;
● ვეწინააღმდეგებით ძალადობას მოქალაქეების მიმართ;
● მოქალაქეებზე ძალადობაში პასუხისმგებელი პირების დასჯას.
შემოგვიერთდი!“