ლერი მდინარაძე საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია UpGaming-ის HR ბიზნეს პარტნიორია და სმარტ აკადემიაში IT და Tech რეკრუტინგის კურსს ხელმძღვანელობს. ეს არის სასწავლო მოდული, რომელიც ეხება ყველა იმ პოზიციის იდენტიფიცირების, მოძიების, შერჩევისა და დაქირავების პროცესს, რომლებსაც მომავლის პროფესიები ეწოდება.
„მომავლის პროფესია ყველა ის საქმიანობაა, რომელიც ქმნის და ცვლის ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს – დიზაინერები, ვებ და მობაილ დეველოპერები, ციფრული პროდუქტის მენეჯერები, AI ტალანტები და ა.შ.
ტექნოლოგიები იქმნება და ვითარდება ყოველდღიურად, შესაბამისად ჩვენი – როგორც ადამიანური კაპიტალის ნაწილში ბიზნესის მხარდამჭერი რგოლის – მიზანია, რომ მარტივად მივიღოთ ცვლილებები და პირველებმა შევძლოთ ორგანიზაციაში VUCA სამყაროსთვის საჭირო რეკრუტინგის სტრატეგიების ინიცირება და აღსრულება“, – ამბობს ლერი მდინარაძე.
რატომ არის მნიშვნელოვანი IT და Tech რეკრუტინგის შესწავლა? – ამის შესახებ ლერი მდინარაძე გვესაუბრება.
რას ისწავლის დაინტერესებული პირი IT და TECH რეკრუტინგის კურსზე?
IT და TECH რეკრუტინგის კურსის მიზანია, სტუდენტებმა შეძლონ IT და Tech პოზიციების გაგება და გაანალიზება, იმ ძირითადი IT უნარებისა და ტექნოლოგიების შესწავლა, რომლებსაც სხვადასხვა ტექნიკური პროფესიის ადამიანი უნდა ფლობდეს.
კურსის მანძილზე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, აღმოაჩინონ ძირითადი განსხვავებები ტრადიციული რეკრუტინგისგან, დაგეგმონ IT და Tech ტალანტების ონბორდინგის პროცესები და თითოეული ეტაპის ეფექტიანობა მსოფლიოში აპრობირებული მეტრიკების საშუალებით გაზომონ. გაიგონ, როგორ უნდა დაგეგმონ ორგანიზაციაში ტექნიკური ცოდნის მენეჯმენტი და თავადაც დაესწრონ სიმულაციურ ტექნიკურ ინტერვიუებს.
რა გაითვალისწინეთ სალექციო კურსის პროგრამის შედგენისას?
სილაბუსზე მთლიანად ემპირიულად ვიმუშავე და ვცდილობ, გავაზიარო ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ცდისა და შეცდომის ხარჯზე დამიგროვდა. მაქსიმალურად ვცდილობ, სტუდენტებს თავიდანვე ჰქონდეთ ის ცოდნა, რომელიც პრაქტიკაში ცოტა გვიან მოდის და აუცილებელია. არის ნაკლები თეორია და უფრო მეტი პრაქტიკა, რადგან მნიშვნელოვანია არა ის, თუ რა წერია მენეჯმენტის სახელმძღვანელოებში, არამედ როგორ მუშაობს კონკრეტული პროცესები რეალურად.
კურსის შექმნის დროს პირადი გამოცდილება გავითვალისწინე. როდესაც მე თვითონ გავიარე კურსი ავტორიტეტულ საერთაშორისო ონლაინ სწავლების პლატფორმაზე, მივხვდი, რომ მასში ტექნოლოგიები ძალიან მცირედ იყო წარმოდგენილი, უფრო მეტი აქცენტი კი პროცესზე კეთდებოდა. რა თქმა უნდა, ორივე მათგანი მნიშვნელოვანია, ამიტომაც დავგეგმეთ კურსი ისე, რომ სტუდენტებს ტექნიკურ ნაწილში პროცესის ცოდნასთან ერთად Tech HR-ისთვის საჭირო ყველა ცოდნა ჰქონდეთ.
რა შესაძლებლობები ეძლევათ სტუდენტებს კურსის დასრულების შემდეგ?
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ სტუდენტები შეძლებენ IT და Tech პოზიციების ერთმანეთისგან გამიჯვნას; ყველა იმ ტექნიკური ცოდნისა და უნარის შესწავლას, რომლებიც Tech HR-ს გასაუბრების პროცესში სჭირდება. სიმულაციურ-ტექნიკური ინტერვიუების შედეგად მათ უკვე ექნებათ შესაძლებლობა, დასაქმდნენ იმ კომპანიებში, რომლებიც ციფრულ პროდუქტებს ქმნიან.
კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, დამატებითი კონსულტაციები გაიარონ, როგორ მოემზადონ საერთაშორისო სერტიფიცირებისთვის და ამის ფანტასტიკური მაჩვენებელიც გვაქვს – კურსდამთავრებულთა 38% უკვე სერტიფიცირებულია, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ ცოდნასთან ერთად „დევსქილერის“ სერტიფიკატის სახით უკვე კომპეტენციის დამადასტურებელი საბუთიც აქვთ, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობას ზრდის.
ჩვენ ვესაუბრეთ IT და TECH რეკრუტინგის ერთ-ერთ წარმატებულ კურსდამთავრებულს, მარი ხარატიშვილს, რომელმაც კურსის დასრულების შემდეგ „დევსქილერის“ საერთაშორისო სერტიფიკატი მოიპოვა:
„ჩემი მიზანი იყო, IT რეკრუტინგის შესწავლით HR მენეჯმენტის სფეროში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადამედგა, ერთმანეთისაგან გამემიჯნა IT როლები და შემესწავლა ტექნოლოგიები, რომლებზეც, ფაქტობრივად, ციფრული სამყარო დგას. კურსის დასრულების შემდეგ სულ ცოტა ხანში საერთაშორისო სერთიფიკატი მივიღე, რაც მანამდე შეუძლებლად მეჩვენებოდა. ჩემი თავდაჯერებულობა უფრო გაიზარდა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უფრო და უფრო მეტს შევძლებ ამ მიმართულებაში“, – ამბობს კურსდამთავრებული.
თუკი გაინტერესებს IT და TECH რეკრუტინგის სრული ციკლი და გსურს გაიგო, რა შესაძლებლობები აქვს IT რეკრუტერს გლობალურ ბაზარზე დასაქმებისთვის, ეს კურსი შენთვის არის.
შევაჯამოთ, IT და TECH რეკრუტინგის გავლის შემდეგ გეცოდინება:
• ტექნიკური როლები ორგანიზაციებში
• ციფრული გუნდების მოდელები ორგანიზაციებში
• Tech და IT ტალანტების პროფაილები / პრეფერენციები, გამოწვევები და ხელფასები
• ტექნოლოგიური აკრონიმები
• პროგრამული ენები და ჩარჩოები
• როგორ შექმნა ტექნიკური სამუშაო აღწერილობა (JD)
• როგორ დაგეგმო რეკრუტირება
• რეკრუტირების წყაროები
• რეკრუტირების სრული პროცესის მეტრიკები
• სორსინგი და სქრინინგი
• რეკრუტინგის პროცესი: პრე-დაქირავების პროცესი, პრე-ონბორდინგი
• როგორ შექმნა დამსაქმებლის ბრენდი
დარეგისტრირდი IT და TECH რეკრუტინგის კურსზე – დაეუფლე მოთხოვნად და ინოვაციურ პროფესიას სმარტ აკადემიაში.
[პარტნიორის კონტენტი]