in

უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა — მსოფლიოს უმსხვილესი ტურისტული გამოფენა  ITB Berlin დასრულდა

უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა — ეს იყო საქართველოს მთავარი გზავნილი 180-ზე მეტი ქვეყნის 200 ათასამდე სტუმრისთვის, მათთვის, ვინც 6-9 მარტს ბერლინში, მსოფლიოს უმსხვილეს ტურისტულ გამოფენას, ITB Berlin-ს დაესწრო. სამი დღის განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ტურისტული გამოფენის ფოკუსში იყო საქართველო, როგორც ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანა.

უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა, უსაზღვრო კულტურა, უსაზღვრო თავგადასავლები და გასტრონომია — ასე აცნობდნენ ვიზიტორებს ღონისძიების მონაწილე კომპანიები ჩვენს ქვეყანას. საქართველოს სტენდთან წარმოდგენილი იყო მინერალური წყალი „ბორჯომი“, როგორც ქართული კულტურის და გასტრონომიის განუყოფელი ნაწილი. ყოველდღიურად საქართველოს სტენდის სტუმრები აგემოვნებდნენ უნიკალურ მინერალურ წყალს და ეცნობოდნენ „ბორჯომის“ მრავალწლიან, უწყვეტ ისტორიას.

„ITB Berlin-მა, მსოფლიოს უმსხვილესმა ტურისტულმა გამოფენამ, საქართველოს კულტურა და ისტორია მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ გააცნო. ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი,“ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში საქართველოს სავიზიტო ბარათია. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა. საქართველოს სტენდთან მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ „ბორჯომის” მრავალწლიან ისტორიას, რომელიც 130 წელზე მეტია გრძელდება“, ნანიკო კუპრაშვილი, IDS ბორჯომი საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

[პარტნიორის კონტენტი]

ტელესკოპების ფართო არჩევანი კომპანია „აიტექნიკსში”

რა შეიძლება ვაჩუქოთ ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარ ადამიანებს