18
Nov
2019

რა არის საჭირო IT უსაფრთხოებისა და სერვისების გამართული მუშაობისთვის – ITCraft

18 Nov 2019

Alta
Alta


თანამედროვე კომპანიები, ორგანიზაციები თუ სახელმწიფო სტრუქტურები ოპერაციულ თუ სხვა დონეებზე, ტექნოლოგიური პროდუქტების მომხმარებლები არიან. შესაბამისად, თითოეულ ინსტიტუციას, განურჩევლად იმისა, რომელი მიმართულებით მოღვაწეობს ის, სჭირდება სანდო IT მხარდაჭერა. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრია, მსოფლიოს მასშტაბით, მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის ისტორიას ითვლის, ეს არის მიმართულება, რომელიც ტექნოლოგიური განვითარების საფუძველში დევს და რომელიც ავითარებს როგორც ბიზნესს, ასევე, სოციალურ გარემოს. შესაბამისად, მსოფლიო ბაზრის პარალელურად, ქართულ ბაზარზეც იქმნება კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციისთვის IT მხარდაჭერის გაწევას ისახავს მიზნად. ასე მოხდა 2012 წელსაცშეიქმნა მრავალპროფილური IT კომპანია ITCraft და მისი დამფუძნებლისგიორგი მიქაცაძის თქმით, ის დღემდე არის ერთერთი წამყვანი კომპანია ბაზარზე

გიორგის 13 წლიანი გამოცდილება აქვს IT სერვისების გაწევის მიმართულებით და დღეს ITCraft 100-ზე მეტი კომპანიის აუთსორს მხარდამჭერია.

ჩვენთან შეიძლება მრავალი სახის IT მომსახურების მიღება, მაგალითად: მომხმარებლების მხარდაჭერის სერვისი, სერვერების, ქსელის და მონაცემთა ბაზების დაგეგმვა, გამართვა და ადმინისტრირება, ასევე, ჩვენს ინფრასტრუქტურაში მომხმარებლებს შეგვიძლია გამოვუყოთ ვირტუალური სერვერები და მოვახდინოთ მათი სრული მხარდაჭერა, ასევე სხვადასხვა სახის საკონსულტაციო მომსახურებები, რომლებიც ჩვენს მომხმარებლებს ეხმარება სხვადასხვა ბიზნეს პროექტების წარმატებით შესრულებაში. მნიშვნელოვანია ბექაფირების მიმართულებაც,რომელიც განთავსებულია საქართველოში ჩვენი პარტნიორი კომპანიის cloud9 -ის  ყველაზე მაღალი სტანდარტების დატა ცენტრში,  რომლის გამოყენებითაც, მომხმარებლებს მონაცემთა დაცვაში ვეხმარებით“, – ამბობს გიორგი მიქაცაძე

გიორგი მიქაცაძე

M: როგორია თქვენი განვითარების დინამიკა დაფუძნებიდან დღემდე? რა შეცვალა კომპანიაში დრომ?
დაფუძნებიდან დღემდე დავხვეწეთ შიდა ორგანიზაციული სტრუქტურა, ავიმაღლეთ კვალიფიკაციის დონე როგორც ტექნოლოგიური, ისე კლიენტების მომსახურების კუთხით. უკეთ გავიცანით საქართველოს ბაზარზე არსებული სიტუაცია და ის გამოწვევები რომელიც დღეს გვაქვს ტექნოლოგიური კუთხით. ჩამოვაყალიბეთ მუდმივი განვითარების და ცოდნის გაღრმავების კულტურა ჩვენს გუნდში, რომელიც გვეხმარება, ხარისხიანად ვუპასუხოთ დღევანდელ მოთხოვნებს და კარგად ვადაპტირდეთ მომავალში.

M: რა მნიშვნელობისაა სანდო IT მხარდაჭერის ქონა თანამედროვე კომპანიისთვის? რა გამოწვევები არსებობს, ამ კუთხით, საქართველოში?
ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ მომხმარებლებთან ჯანსაღი, ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობა ავაწყოთ, რომლის ფუნდამენტი არის ურთიერთნდობა. ჩვენს სფეროში კარგი რეპუტაცია ძალიან მნიშვნელოვანია რადგან ჩვენი მომხმარებლები ჩვენზე გარკვეულწილად აყრდნობენ თავიანთ ბიზნესს. ნდობას ვიპოვებთ ჩვენი თავდადებული მუშაობით და მაღალი პასუხისმგებლობით საქმისადმი. რაც შეეხება გამოწვევებს, მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე კარგი კომპანია ოპერირებს საქართველოში ჩვენს სფეროში, თუმცა, ხშირად არის შემთხვევები, როცა არაკვალიფიციური კადრები, ან კომპანიები ხელთ იგდებენ თავიანთი კლიენტების, ან დამსაქმებლების IT ინფრასტრუქტურას და რბილად რომ ვთქვათ, ცუდ დღეში ადგებენ მას. შემდეგ მომხმარებელს ეწყება პრობლემები როგორც უსაფრთხოების, ისე სხვადასხვა სერვისების და პროგრამების მუშაობის კუთხით. ყოველთვის რთული და მტკივნეულია კლიენტისთვის, ჩვენს სფეროში, კადრების ან მომსახურე კომპანიების ცვლილება. ასე რომ, მნიშვნელოვანია რომ საიმედო პარტნიორს მივანდოთ ეს სფერო.

M: როგორია ITCraft-ის სამომავლო გეგმები, ან ხედვა, რომლის მიხედვითაც, IT კომპანია მომავლის სამყაროში უნდა ადაპტირდეს?
სამომავლოდ ვხედავთ, რომ ბაზარზე მოთხოვნა გაიზრდება კვალიფიციური სერვისების კუთხით. შესაბამისად, ჩვენც მუდმივად ვმუშაობთ კვალიფიცაციის ამაღლებაზე, ჩვენს სფეროში წარმატებისთვის ორი კომპონენტია აუცილებელი: ცოდნა და რეპუტაცია. ორივე კომპონენტზე ყოველთვის აქტიურად ვმუშაობთ. ასე რომ, მომავალს ღიმილით ვუყურებთ. განსაკუთრებულ კონცენტრაციას ვახდენთ IT უსაფრთხოებაზე, რომელიც დღეს ერთერთი ყველაზე მტკივნეული და მიუხედავი სფეროა და ეს მომავალში მეტ საფრთხეს შექმნის, ასევე ვავითარებთ ჩვენს ქლაუდ სერვისებს, რაზეც დიდ იმედებს ვამყარებთ.

[R]

განხილვა