in

ITCraft, როგორც ეფექტური პროგრამული უზრუნველყოფისა და უსაფრთხოების გარანტი – ინტერვიუ კომპანიის დამფუძნებელ გიორგი მიქაცაძესთან

„მაღალი კვალიფიკაცია და დამკვეთზე ორიენტირებულობა – ეს ჩვენი მთავარი ნიშანია“

ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მოწესრიგებული და გამართული ფინანსური აღრიცხვაა. ამისთვის არსებობს ბევრი, ადგილობრივი კომპანიების შექმნილი, თუ უცხოური და შემდეგ ქართულ კანონმდებლობაზე მორგებული პროგრამა, რომლებიც კომპანიებს კიბერშეტევებისგან მონაცემთა დაკარგვის ან წაშლისგან იცავს. იმის მიუხედავად, რომ ეფექტური პროგრამული უზრუნველყოფა ბიზნესს ფინანსური ანგარიშების წარდგენასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაშიც ეხმარება, მთავარი მაინც უსაფრთხოება და ფინანსური მონაცემების მაქსიმალური დაცულობაა. რაც დრო გადის, IT სერვისების კომპანიების რიცხვიც იზრდება, ეს საკითხი კი სულ უფრო მნიშვნელოვანი და აქტუალური ხდება.

დღეს, საკმაოდ ბევრი კომპანია სთავაზობს ბიზნესს პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურებას. მათ შორისაა ITCraft, რომელიც აწარმოებს აიტი მომსახურებას მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესებისთვის. მისი საქმიანობის ძირითადი სფეროა სერვერების, ქსელის, მონაცემთა ბაზების, აწყობა და ადმინისტრირება, მონიტორინგი და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, გარკვეული სტანდარტების მიხედვით. როგორც კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი გიორგი მიქაცაძე ამბობს, ისინი დამკვეთებს მაქსიმალურად დაცულ IT ეკოსისტემას და უსაფრთხო პროგრამულ უზრუნველყოფას სთავაზობენ.

გიორგი მიქაცაძე

გიორგი მიქაცაძე: ყველა ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბუღალტერიის სწორად და გამართულად წარმოება. ეს მათ ეხმარება როგორც სახელმწიფოსთვის ფინანსური ანგარიშების წარდგენაში, ისე გადაწყვეტილებების მიღებასა და ბიზნესის წარმადობის შეფასებაში. ფინანსური აღრიცხვის მარტივად და ეფექტურად წარმოებისთვის, არსებობს რამდენიმე პროგრამული უზრუნველყოფა, რომელთა ქონაც აუცილებელია ყველა ბიზნესისთვის. შესაბამისად, მოთხოვნა ბაზარზე საკმაოდ მაღალია. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაშიც ბიზნესს გამართული და ეფექტური პროგრამული უზრუნველყოფა ეხმარება, შესაძლო საფრთხეებისა, ან უკვე არსებული პრობლემების თავიდან აცილებაა.

უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ, რა საფრთხეებისა და პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ ბუღალტრები და ზოგადად, კომპანიები? 

ასეთი საფრთხეებია კიბერ შეტევები, მონაცემების დაკარგვა ან წაშლა. ასევე, ყოველთვის არსებობს მონაცემების სანახი მოწყობილობების (სერვერები, „სთორიჯები“) დაზიანების რისკი. ეს არა მარტო ბუღალტრულ მონაცემებს უქმნის საფრთხეს, არამედ ბიზნესში ჩართულ თითოეულ კომპანიას. გამართული IT ინფრასტრუქტურა, დაცული ქსელი და დარეზერვებული მონაცემები ყველა ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

კომპანიების უსაფრთხოებისთვის, პოტენციური თუ უკვე არსებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ITCraft რას სთავაზობს მომხმარებელს? 

პირველ რიგში, ვცდილობთ, ავამაღლოთ დამკვეთების ცნობიერება, როგორ უნდა გამოიყენონ სხვადასხვა ტექნოლოგიები თავიანთი ბიზნესის სასარგებლოდ და აირიდონ თავიდან საფრთხეები. ვცდილობთ, ინფორმირებულები ვიყოთ ტექნოლოგიის განვითარების სხვადასხვა ტრენდებზე და შევქმნათ ისეთი სერვისები, რომლებიც პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს.

რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, მაქსიმალურად ვიცავთ ჩვენი დამკვეთების აიტი სისტემებს, ვახდენთ მონაცემების სარეზერვო კოპირებას და მყისიერ რეაგირებას გაუთვალისწინებელ საფრთხეებზე.

რას ეფუძნება თქვენი ეს მიდგომები და რამდენად ეფექტურია არსებული თუ შესაძლო პრობლემების თავიდან ასაცილებლად, კომპანიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად?

ეს მიდგომები ეფუძნება სხვადასხვა საერთაშორისო პრაქტიკებს. მაგალითად, მომსახურების ხარისხის ასამაღლებლად გამოყენებული გვაქვს ITIL-ში აღწერილი რამდენიმე პროცესი და მათ მუდმივად ვხვეწთ. ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, ვიყენებთ სხვადასხვა გლობალური აიტი კომპანიების მიერ დადოკუმენტირებულ საუკეთესო პრაქტიკებს. მაქსიმალურად, ვცდილობთ, რომ ჩვენმა თანამშრომლებმა კარგად გაითავისონ ყველაფერი და მოახდინონ მათი პრაქტიკაში რეალიზაცია.

მაღალი კვალიფიკაცია და დამკვეთზე ორიენტირებულობა – ეს ჩვენი გუნდის მთავარი ნიშანია.

უფრო მეტი რომ გვითხრათ, კომპანიის გუნდსა და გამოცდილებაზე . . . 

ITCraft არის მრავალწლიანი გამოცდილების აიტი კომპანია, გვყავს 200-ზე მეტი მუდმივი დამკვეთი, რომელიც სარგებლობს ჩვენი სხვადასხვა სერვისებით. ჩვენი თანამშრომლები სპეციალიზდებიან კონკრეტული ტექნოლოგიებზე და გადაწყვეტილებებზე, რაც გვეხმარება კვალიფიციური სერვისის შექმნასა და მიწოდებაში.

„აიტი კრაფტში“ მუშაობს 35 თანამშრომელი აიტი მომსახურების სფეროში და 5 პროგრამისტი ახლად შექმნილი, პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის გუნდში. მაქსიმალურად ვცდილობთ, თითოეული მათგანი წავახალისოთ, ცოდნის ამაღლების მიმართულებით. ბუნებრივია, ისინიც მუდმივად ზრუნავენ კვალიფიკაციის ამაღლებაზე – გადიან სხვადასხვა კურსებს და იღებენ საერთაშორისო სერტიფიკატებს, მონაწილეობენ საგანმანათლებლო აქტივობებსა და შეჯიბრებში.

დღეს, ამ ბაზარზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა. ITCraft რით არის გამორჩეული, რატომ უნდა აირჩიონ თქვენი და არა – სხვა კომპანია? 

ITCraft მომხმარებლებს ყველა საჭირო სერვისს სთავაზობს ერთ სივრცეში, რომელიც  შექმნილია ბიზნესის პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად. ასევე, ჩვენგან მიიღებენ საიმედო მხარდაჭერას და გუნდურ თანამშრომლობას.

რატომ ჩვენ ? იმიტომ, რომ თქვენმა ბიზნესმა შეფერხების გარეშე იმუშაოს.

 

[R]

 

მხატვრული ტანვარჯიში ოლიმპიადაზე

Honda Baiku – ერთბორბლიანი მოტიციკლი, როგორც ტრანსპორტის მომავალი