in

პატარა ნაბიჯებიდან 12 წლიან ისტორიამდე – “აიტექნიკსი” 12 წლის გახდა

ნდობის 12 წელი

Apple-ის ოფიციალური პარტნიორი “აიტექნიკსი” ქართულ ბაზარზე საქმიანობის 12 წელს აღნიშნავს. თვითდამკვიდრების დიდი თავგადასავლი 2011 წლის 5 აგვისტოს იწყება და მას შემდეგ, კომპანია, განვითარების ყველა ეტაპზე ამაყად იცავს ნდობის ქვაკუთხედს. კომპანიის დირექტორის, სალომე გუგეშაშვილის თქმით, ყველაფერი დიდი ხედვებით, პატარა გუნდითა და გრძელვადიანი მიზნების დასახვით დაიწყო. როცა საუბარია დიდ მიღწევაზე, პირველია ის ურყევი ნდობა, რითაც “აიტექნიკსი” მომხმარებლებში სარგებლობს. ეს არის საფუძველი, რომელმაც  კომპანია ახალ სიმაღლეებზე აიყვანა და ყოველდღიურად წინსვლის მოტივაციას უმძაფრებს.

ამჟამად, “აიტექნიკსი” საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი ფილიალით, რომელთა შორის, ოთხი თბილისში (ერთ-ერთი პრემიუმ მაღაზია საბურთალო City Mall-ში, LG სართულზე გაიხსნა, რომელიც სრულად Apple-ის სტანდარტებით შეიქმნა), ერთი ქუთაისში და ერთი ბათუმში მდებარეობს. თუმცა, სულ მალე ბათუმის მეორე ფილიალი მომხმარებლებს სექტემბერში, Grand Mall-ში უმასპინძლებს. გარდა ამისა, “აიტექნიკსს” აქვს ტექნიკური მომსახურების ცენტრები, რომლებსაც ახლა უკვე საბურთალოს City Mall-ში არსებული მთავარი სერვის ცენტრიც შეუერთდა, სადაც Apple-ის ნებისმიერი მოწყობილობის შეკეთებაა შესაძლებელი.

“ერთიანობა, მიზანდასახულობა და საქმისადმი სიყვარული – ის, რამაც “აიტექნიკსის” ამდენი წლის განმავლობაში მოწინავე პოზიციებზე ყოფნა განაპირობა.

ომხმარებლებს ვენს ფილიალებში  სტუმრობა უყვართ და ესაა ბედნიერება.” – სალომე გუგეშაშვილი

ომხმარებელი, როგორც პრიორიტეტი

დღეს, ბევრს შეუძლია მომხმარებელს შესთავაზოს ლამაზი, დახვეწილი გარემო და ხარისხიანი პროდუქციაც, თუმცა ცოტა მათგანი ახერხებს მომხმარებელს მაღაზიაში დაბრუნების სურვილი საუკეთესო მომსახურებისა და კეთილგანწყობილი დამოკიდებულების გამო გაუღვიძოს. ის, რაც მომხმარებლებს მუდმივად აბრუნებს “აიტექნიკსის” ფილიალებში თანამშრომლების დადებითი ენერგეტიკა, გულისხმიერება და პროფესიონალიზმია. კომპანიისთვის წარმატების განმსაზღვრელი მთავარი ინდიკატორი არის ურთიერთპატივისცემა და გულწრფელობა საქმესა და მომხმარებლებთან ურთიერთობაში.

ედნიერი თანამშრომელი, როგორც მთავარი ღირებულება

როგორც “აიტექნიკსში” სჯერათ, თანამშრომლები არიან ის ელჩები, ვისზეც დგას კომპანიის განვითარება. სტაბილურ და ძლიერ გუნდს ქმნის ყველა იმ ადამიანის ერთიანობა და მიზანდასახულობა, ვინც იქ არის დასაქმებული, სხვაგვარად, ის ვერ იქნებოდა სულიერი ორგანიზმივით ცოცხალი, მოქმედი და განვითარებადი. კომპანიისთვის თანამშრომელი ყველაზე დიდი კაპიტალია. სალომე გუგეშაშვილის თქმით, ყველაზე მთავარი ბედნიერი თანამშრომელია.  სწორედ ამიტომ, “აიტექნიკსის” თანამშრომლებისთვის ყველა პირობაა შექმნილი, დიდხანს დარჩნენ საერთო მიღწევების ერთ-ერთ მთავარ შემოქმედად.

 ინოვაციურობა ბაზარზე

 პირველად საქართველოში, www.itechnics.ge-ზე “აიტექნიკსმა” საინტერესო ალტერნატიული ონლაინ შეძენის გამოცდილება – ვირტუალური მაღაზია დანერგა, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებლისთვის კიდე უფრო მეტი კომფორტის შექმნას. ასევე, მხოლოდ “აიტექსნიკსში”, ტექნიკასა და აქსესუარებზე მოქმედებს ორწლიანი გარანტია. მათთვის, კი ვისაც სურს ძველი ტექნიკა ახლით შეცვალონ სთავაზობს Trade In მომსახურებას, საუკეთესო პირობებით საქართველოში.

 ოცა აკეთებ იმას, რაც გიყვარს

2023 წელს, “აიტექნიკსი” ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრი გახდა. ევროპული ბიზნეს ასოციაციის მთავარი მისია საქართველოში ევროპული ბიზნესის ადვოკატირებაა. “აიტექნიკსს” კი, სურს თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოში ბიზნესის განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხში, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება.

ომავალის ხედვა უცვლელი ფილოსოფიით

 iTechnics-ის  მიზანია, უზრუნველჰყოს Apple-ის პროდუქტებისგან მაქსიმალური სარგებლისა და უკეთესი გამოცდილების მიღება ბრენდის ერთგული მომხმარებლებისთვის, იმ დროში, როდესაც Apple-ის პროდუქცია მხოლოდ მორიგი ნივთი ან სტატუსის სიმბოლო გახდა. გუნდის ამოცანაა მომხმარებლებმა არა მხოლოდ შეიძინონ ტექნიკა, არამედ მიიღონ ცოდნა როგორ გამოიყენონ ის სწორად, გაიმარტივონ ყოველდღიურობა და მისგან მაქსიმალური კომფორტის მიღება შეძლონ.

კომპანიის დირექტორის თქმით, მიმდინარე წლის სექტემბრიდან დიდი ცვლილებები იგეგემება, რაც ჯერჯერობით სიურპრიზად დარჩება.

 ვენი უდიდესი მოტივატორი ომხმარებლის კმაყოფილებაა, რაც კიდევ უფრო დიდ ამბიციებს გვიჩენს, ვიყოთ ბაზარზე ლიდერი.”სალომე გუგეშაშვილი

[პარტნიორის კონტენტი]

თიბისიმ რაჭაში სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ფონდი შექმნა, რომელშიც ნახევარ მილიონ ლარს შეიტანს

როგორ შევიძინოთ ნამდვილი მეგობარი სამსახურში?