in

აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები — iTechnics-ის ახალი კამპანია

დღეს, როცა ტექნოლოგიები ელვის სისწრაფით ვითარდება, ციფრული ტექნიკა კი სულ უფრო მეტად ხდება ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ციფრული ტრანსფორმაციის ერაში ვცხოვრობთ. 

ეს პროცესი ძალიან ამაღელვებელი და საინტერესო თავგადასავალია, თუმცა აჩქარებული ტემპი და მუდმივად ახალ-ახალი, ერთი შეხედვით, უცხო და რთული ცვლილებები ზოგჯერ დამაბნევლად, ბუნდოვნად და საფრთხის შემცველად გამოიყურება. 

შედეგად, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის საკუთარი თავის ონლაინ წარმოჩენა, ციფრულ მოწყობილობებთან დიდი დროის გატარება, ციფრული აქტივობის პროფესიულ ჭრილში აქტიურად გამოყენება თუ მთავარ საქმიანობად ქცევა, გარკვეულწილად, შემაშფოთებელ, არასერიოზულ და განათლების, კარიერული წინსვლის შემაფერხებელ ფაქტორებად მიიჩნევა. 

ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ქართულ საზოგადოებაში საკუთარ თავზე ფოკუსირება, საკუთარი სურვილების ასრულება თუ საკუთარი ინტერესებით მოქმედება, გარკვეულწილად, ეგოცენტრულობად და უარყოფით ქცევად აღიქმება. 

რეალურად კი, ციფრული ტექნიკა ჩვენი ყოველდღიურობის განუყრელი ნაწილია და გვაძლევს შესაძლებლობას, საკუთარ ინტერესებს მეტი გასაქანი მივცეთ, ინდივიდუალიზმი გამოვხატოთ, ახალი გატაცება აღმოვაჩინოთ, საკუთარი თავი და შესაძლებლობები გამოვცადოთ, მეტ წარმატებას მივაღწიოთ და თუნდაც, სამყარო უკეთესობისკენ შევცვალოთ. მთავარია, ვიცოდეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნიკა სწორად — ჩვენს სასიკეთოდ.

სწორედ ამ გამოწვევებს პასუხობს Apple-ის ოფიციალური ავტორიზებული პარტნიორის — iTechnics-ის ახალი კამპანია, რომელიც საზოგადოებისგან თავს მოხვეულ სტერეოტიპებს წარმოაჩენს და ქართულ რეალობაში არსებულ მაგალითებს — იმ ადამიანების ისტორიებს უპირისპირებს, რომლებმაც შეძლეს და შეეწინააღმდეგნენ სტატუს ქვოს — ტექნიკის გამოყენებით შეცვალეს ცხოვრება და წარმოაჩინეს შესაძლებლობები; იპოვეს საკუთარი თავი, მოიპოვეს აღიარება და ცხოვრებისგან საუკეთესო გამოცდილება მიიღეს.

შთამაგონებელ ვიდეოში სხვადასხვა სფეროს 6 წარმომადგენელი მონაწილეობს, რომელთა ცხოვრებაში, საქმიანობასა და წარმატებაში Apple-ის ტექნიკის როლი ძალიან მნიშვნელოვანია — ფოტოგრაფი მარიამ სიჭინავა, ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი ანუშკა ჩხეიძე (Halfie), ანტრეპრენერი ლევან გიორგაძე, გრაფიკოსი დიზაინერი ანუკი კონიაშვილი, ილუსტრატორი ბაიკო ფირცხალაიშვილი და შეფმზარეული დიმიტრი რჩეულიშვილი. 

„ჩვენს კამპანიას კოლაბორაციული ხასიათი აქვს — პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა სფეროდან წარმატებულ ადამიანებს წარმოვაჩენთ და უფრო ფართო საზოგადოებას ვაცნობთ. ჩვენი თითოეული ამბასადორი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საზოგადოებისგან გარკვეულ სტერეოტიპებს გადააწყდა. ზოგ შემთხვევაში, მათი ციფრულ სამყაროსთან დაკავშირებული საქმიანობა არასერიოზულად მიიჩნიეს; ზოგიერთმა კარიერული მიმართულება რადიკალურად შეიცვალა და ახალ, ციფრულ პროფესიას დაეუფლა, რაც გარშემომყოფებმა უარყოფითად აღიქვეს. თუმცა, ყველაზე მთავარი ისაა, რომ ეს ადამიანები ამის გამო არ შეჩერებულან და შესაბამისი ტექნიკის თანხლებით, მიზნისკენ სვლა განაგრძეს. ჩვენ კი, მათთან ერთად, ადამიანების მოტივატორის როლს ვითავსებთ და გვინდა, რეალური წარმატების ისტორიების წარმოჩენით, მხარდაჭერითა და ისტორიების გაზიარებით, ტექნიკის სასიკეთო გამოყენებისკენ და საკუთარი თავის უკეთ აღმოჩენისკენ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ვუბიძგოთ — სწორედ ამას ემსახურება ვიდეოს მთავარი გზავნილიც: „აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები” და ჩვენი ბრენდის ახალი განაცხადი: „iTechnics — უკეთესი გამოცდილებისთვის”, – ნანა ფრიდონაშვილი, iTechnics-ის მარკეტინგის მენეჯერი.

კამპანიის გზავნილის მასშტაბურად გასავრცელებლად და ტექნიკის სასიკეთო როლის წარმოსაჩენად, iTechnics-ის ფილიალები ბრენდის ამბასადორების ნამუშევრებით გადაიბრენდა — iPhone-ით გადაღებული ფოტოებით, iMac-ზე, Macbook-სა და iPad-ზე შესრულებული ილუსტრაციებით თუ გრაფიკული დიზაინის ნამუშევრებით. 

ვფიქრობთ, კამპანიის ერთ-ერთი ხიბლი მისი რეალისტურობაა — ვიდეოში თითოეული ამბასადორის შესახებ გაჟღერებული სტერეოტიპები არა უბრალოდ სცენარის ნაწილი, არამედ, რეალური ფრაზებია, რომლებიც თითოეულმა მათგანმა, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, გარშემომყოფებისგან მოისმინა. და რა თქმა უნდა, თითოეული ამბასადორი, რეალურ ცხოვრებაშიც, პროფესიული თუ პირადი მიზნებისთვის Apple-ის ტექნიკას იყენებს. ფილიალებშიც, სტანდარტული სარეკლამო მესიჯების თუ ვიზუალების ნაცვლად, სწორედ მათ მიერ, Apple-ის გამოყენებით შექმნილ — რეალურ ნამუშევრებს წარმოვაჩენთ, რაც ვფიქრობთ, კამპანიის სათქმელს, ყველაზე უკეთ გამოხატავს”, – პავლე გაბრიჭიძე, კრეატიული დირექტორი. 

სივრცის ნამუშევრებისთვის დათმობასთან ერთად, iTechnics-ის ფილიალებში კიდევ ერთი საინტერესო სიახლე დაინერგა — ბრენდმა კონსულტანტის ფუნქცია-მოვალეობები სრულად გადაიაზრა და ფილიალებს უკეთესი გამოცდილების ასისტენტების მომსახურება დაამატა — სერვისი, რომლის ფარგლებშიც, კონსულტანტი მომხმარებელს პროდუქტის არა მხოლოდ ტექნიკურ მახასიათებლებს, არამედ, მომხმარებლის ინტერესების, პროფესიის თუ საჭიროებების მიხედვით, ტექნიკის გამოყენების საინტერესო რჩევებს თუ ხრიკებს გაუზიარებს. ამავდროულად შეიქმნა სპეციალური ბროშურები ინტერესების, პროფესიების, საჭიროებების მიხედვით, რომლებსაც მომხმარებელი მისთვის შესაფერისი შინაარსის მიხედვით აირჩევს და გაეცნობა.

გვჯერა, რომ ტექნიკა და ტექნოლოგიური განვითარება უშრეტი შესაძლებლობებია, რომლებსაც ჩვენ — ადამიანები განვაგებთ. სინამდვილეში, ჩვენ ვმართავთ ტექნიკას ისე, როგორც გვინდა — ტექნიკა გვაძლევს შესაძლებლობას, გაჯეტები არა მხოლოდ დროის გასაყვანად, საკომუნიკაციო ან გასართობი გამოყენებისთვის, არამედ, ჩვენივე თუ საზოგადო სიკეთისთვის ერთგვარ ბერკეტად გამოვიყენოთ. Apple-ის იდეაც ხომ ესაა — დღეს ადამიანები ხშირად ვსაუბრობთ ტექნოლოგიებზე, თუმცა ამ ყველაფერს, მარტივად და ყოფითად, ყოველდღიურობისა და რეალური ცხოვრების ჭრილში, ნაკლებად განვიხილავთ; Apple-ის პროდუქტი კი, რომელსაც უმეტესად პროდუქტად აღვიქვამთ, რეალურად, სულაც არ არის პროდუქტი — Apple გამოცდილებაა, რომელიც ცხოვრებას გვიადვილებს და გვიუმჯობესებს, გვზრდის და შთაგვაგონებს. გვეხმარება უკეთესად ვისწავლოთ, განვვითარდეთ, გავერთოთ და ვიურთიერთოთ. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი ბრენდის ახალი განაცხადი და სერვისი — უკეთესი გამოცდილების ასისტენტების მომსახურება. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ არა პროდუქტზე, არამედ, იმ სიკეთეებზე, რაც შეიძლება მისგან მივიღოთ. ეს კამპანია და ჩვენი კონსულტანტების ფუნქციის გადააზრება კი, ჩვენი ახალი, ვერბალური განაცხადის (iTechnics — უკეთესი გამოცდილებისთვის) პირველი ქმედითი გამოხატულებაა. ამავდროულად კი პირობა, რომ მუდმივად ვიზრუნებთ იმაზე, რომ ჩვენთან შეძენილი ტექნიკისგან მომხმარებელმა ყოველთვის უკეთესი გამოცდილება მიიღოს”, – ნანა ფრიდონაშვილი, iTechnics-ის მარკეტინგის მენეჯერი.

ბრენდი: iTechnics
მარკეტინგის მენეჯერი: ნანა ფრიდონაშვილი
ბრენდის სტრატეგი: ნინო კუპრაშვილი, ვატო ნინუა
კრეატიული დირექტორი: პავლე გაბრიჭიძე
კრეატივ სტრატეგი და კოპირაიტერი: ელენე დანელია
წარმოების კომპანია: ენკენი ფილმს
აღმასრულებელი პროდიუსერი: ბაჩო მებურიშვილი
ლაინ პროდიუსერი: სოფო ბენდიაშვილი
წარმოების მენეჯერები: ბექა კირტავა, სოფო ორჯონიკიძე
წარმოების ასისტენტი: სანდრო მებურიშვილი
წარმოების სტაჟიორი: ლიზა წოწორია
წარმოების ოფისის მენეჯერი: მარიამ ხიდირბეგიშვილი
წარმოების ოფისის ასისტენტი: ინგა დოლიძე
წარმოების ფინანსური მენეჯერი: ელენე სადუნიშვილი
წარმოების იურისტი: ნანუკა ჭკუასელი
რეჟისორი/დამდგმელი ოპერატორი: მახო ყიფშიძე
რეჟისორის ასისტენტი: ქეთი ისაკაძე
კამერის ასისტენტი: ლევანი ბახტურიძე
კამერის მეორე ასისტენტი: ნიკა ბერაძე
ფლეიბექ ოპერატორი: ლაშა გულაშვილი
განათების ასისტენტები: ედუარდ შახნაზაროვი, ბექა აფაქიძე
დამდგმელი მხატვარი: ნატო ბაგრატიონი
დამდგმელი მხატვრის ასისტენტები: ილია მახარაძე, ივანე იაკობიძე
კოსტუმების მხატვარი/სტილისტი: ელენე ბახტაძე
გრიმიორი: თეონა ღლონტი
თმის სტილისტი: ნინო დაშნიანი
მონაწილეობენ: მარიამ სიჭინავა, ბაიკო ფირცხალაიშვილი, ანუკი კონიაშვილი, დიმიტრი რჩეულიშვილი, ანუშკა ჩხეიძე, ლევან გიორგაძე
სეტი და ქეითერინგი: ფიესტა
მძღოლები: კახა გუგუშვილი, გიორგი არეშიძე
კადრირების მხატვარი: ირაკლი თოიძე
ფერის კორექცია: მინდია ინასარიძე
ლეთერინგი: ბაიკო ფირცხალაიშვილი
მუსიკა: ანუშკა ჩხეიძე
ხმის დიზაინი: გვაჯი (ლენო რექორდს)
V.O. ჩაწერა: არტურ სტეპანიან (voices.ge)
V.O. არტისტი: ქეთა შათირიშვილი

Web
Facebook

 

[R]

„გალერია თბილისის“ ფასადზე საქართველოში პირველი 3D ბილბორდი გამოჩნდება!

ბენქსის მთავარი მემატიანე! – გაიცანით, სტივ ლაზარიდისი