in

iTechnics-მა ინოვაციური პროექტი VR Shop წარადგინა

VR არის ტექნოლოგია, რომელიც მომხმარებელს ეხმარება მხედველობით, ტაქტუალური შეხებებით და სმენით აღიქვას ახალი სამყარო. ეს არის სიმულაცია, რომელიც რეალურ საგნებსა და გარემოს მაქსიმალური სიზუსტით გვაჩვენებს ვირტუალური რეალობის ხარჯზე.

iTechnics ყოველთვის ცდილობს, ფეხი აუწყოს ტექნოლოგიურ სიახლეებს და პირველად საქართველოში VR ტექნოლოგიები შემოგვთავაზა კომერციული სახით, რაც უფრო საინტერესოს და ინოვაციურს ხდის პროდუქტის შერჩევის და ყიდვის პროცესს.

რატომ iTechnics VR Shop?

  1. სერვისი მომავლიდან:

VR  Shop-ში შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად დაათვალიეროთ, აირჩიოთ და შეიძინოთ სასურველი ნივთი, რაშიც კომპანია iTechnics-ის 3D ვირტუალური ტური დაგეხმარებათ. ტურში ობიექტების ლოკაციები ინტეგრირებულია და მარტივად შეგიძლიათ ერთი დაწკაპებით გადახვიდეთ თქვენთვის საინტერესო ფილიალში.

  1. დაზოგე დრო:

თანამედროვე მსოფლიოში დრო ყველაზე ძვირად ფასობს, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ყველას შეეძლოს მისთვის საჭირო ტექნიკის უმარტივესად, მცირე დროში შეძენა.

  1. დაათვალიერე კომფორტულად:

მომხმარებელი ყოველდღიურად ინტერნეტში უამრავ ვებგვერდს სტუმრობს, ამიტომაც მნიშვნელოვანია, კომპანიამ დაუვიწყარი და, რაც მთავარია, კომფორტული გამოცდილება შესთავაზოს. ვირტუალური ტური მომხმარებელს საჭირო ინფორმაციას ვიზუალური, მარტივად აღსაქმელი ფორმით აწვდის. ამასთანავე, შესაძლებლობას აძლევს, შოურუმის სივრცე სახლიდან გაუსვლელად  დაათვალიეროს.

iTechnics-მა განახლებული ვებგვერდი და VR Shop პირველად შუაგულში გამართულ ღონისძიებაზე წარადგინა, სადაც ერთგულ მომხმარებელს, საჯარო პირებს, ბიზნეს სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა. სტუმრებს ღონისძიებაზე Apple-ის უახლესი ტექნიკის და VR Shop-ის დატესტვის შესაძლებლობა ჰქონდათ.

თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიები ინოვაციასთან, კრეატიულობასა და სანდოობასთან ასოცირდება — შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, კომპანია ციფრულ სივრცესთან ადაპტირებული იყოს.

აიტექნიკსი განვითარების ყველა ეტაპზე ცდილობს შექმნას მომხმარებლისთვის დასამახსოვრებელი, უნიკალური სამომხმარებლო გამოცდილება და გარემო სადაც იგრძნობა განვითარებული სამყაროს პულსი.

 [R]

ასე შეიქმნა „მაკდონალდს საქართველოს“ ახალი ვიდეორგოლი ნიკოლოზ რაჭველის მონაწილეობით!

თქვენი კონკურენტები ყოველთვის ისინი არ არიან, ვინც გგონიათ