in

iTrade.ge — ყველა ბიზნესი ერთ სივრცეში — გაიცანით თიბისი სტარტაპერის მიერ მხარდაჭერილი იდეა

საკმარისია ხედავდე იდეას — ეს გზავნილი თიბისიმ იმ ადამიანებს გაუგზავნა, ვისაც აქვთ ინოვაციური იდეები ახალი ბიზნესის შესაქმნელად და ფინანსურ მხარდაჭერას საჭიროებენ. 

პლატფორმა iTrade.ge-ის დამფუძნებელი გუჯა პარუნაშვილი თავიდან სკეპტიკურად განეწყო ბანკის ამ შეთავაზების მიმართ, თუმცა მაინც სცადა და განაცხადი შეავსო. ჯერ მხოლოდ პლატფორმის იდეა ჰქონდა, რომელიც დღეს, 7 თვის თავზე, ხელშესახები პროდუქტია და შესაძლებლობას იძლევა, ერთ სივრცეში გააერთიანოს ქართულ ბაზარზე მოქმედი ყველა ბიზნესი. პლატფორმა კომპანიებს ყიდვა-გაყიდვის წარმოების, ტენდერების გამოცხადების, საკუთარი პროფილის პრეზენტაციისა და ერთმანეთთან ონლაინ კომუნიკაციის საშუალებას აძლევს.

განაცხადის შევსებიდან 3 დღეში თიბისი ბანკიდან დამირეკეს და სტარტაპ იდეის შესახებ გამომკითხეს. მთხოვეს, მიმეწოდებინა სამომავლო ფინანსური გათვლები, ხარჯთაღრიცხვა და სხვა დეტალები. სკეპტიკური განწყობა არც ამჯერად შემცვლია, თუმცა აქაც ვცადე, გულმოდგინედ შევაგროვე ინფორმაცია და გადავუგზავნე. 5 დღის შემდეგ ბანკის იმავე თანამშრომელმა დამირეკა. მითხრა, რომ პროექტი მოეწონათ და მზად იყვნენ დაეფინანსებინათ. ამით მათ სული შთაბერეს ამ იდეას. აღსანიშნავია ის საშეღავათო პერიოდი, რომელიც პირველი 9 თვის განმავლობაში ფინანსური ტვირთისგან მათავისუფლებდა, ასევე აწარმოე საქართველოს (enterprisegeorgia.gov.ge) უნიკალური პროექტი, რომელიც სესხის პროცენტის სუბსიდირებას ახდენს და ზემოხსენებულ დაფინანსების გარანტორად წარმოგვიდგება, — ამბობს გუჯა პარუნაშვილი, iTrade.ge -ის დამფუძნებელი.

პლატფორმა 12 აგვისტოდან ამოქმედდა, მართალია, სრული დატვირთვით ჯერ ვერა, მაგრამ წინ უამრავი გეგმაა და საიტის დეველოპერები ახალი ფუნქციონალების განვითარებაზე ყოველდღიურად მუშაობენ.

iTrade.ge არის ქართული ელექტრონული B2B პლატფორმა, რომელიც შეიქმნა ბიზნესსუბიექტებს შორის ყიდვა-გაყიდვისა და კომუნიკაციის პროცესის გასაუმჯობესებლად. პლატფორმა ქართულ ბაზარზე მოქმედ ყველა ბიზნესს ერთ სივრცეში აერთიანებს, მისით სარგებლობა მხოლოდ შემოსავლების სამსახურის (www.rs.ge) მიერ ვერიფიცირებულ, რეალურ მომხმარებლებს შეუძლიათ. პლატფორმაზე ჩაშენებული ონლაინ ჩატის — კომუნიკატორის მეშვეობით კი შესაძლებელია, მოლაპარაკება აწარმოო ნებისმიერ რეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტთან.

„პლატფორმა რამდენიმე შესაძლებლობას სთავაზობს მომხმარებელს. ეს არის მხოლოდ ბიზნესისთვის შექმნილი სივრცე, სადაც მათ შეუძლიათ, ნახონ მომწოდებლები, რეალიზატორები, ახალი ბიზნესპარტნიორები, მოიძიონ ინფორმაცია ამა თუ იმ კომპანიის შესახებ და კომუნიკატორის საშუალებით დაუკავშირდნენ მათ წარმომადგენლებს. ყველა რეგისტრირებული კომპანია არის რეალური, ვერიფიცირებული და მათ საშუალება აქვთ, შექმნან საკუთარი პროფილის საპრეზენტაციო გვერდი.

ჩვენი მიზანია, ციფრულ ეპოქაში შევქმნათ ჯანსაღი ბიზნესგარემო, სადაც ყოველდღიურად, ყველა ზომის სუბიექტს შეუძლია, აწარმოოს მცირე თუ მაღალბიუჯეტიანი შესყიდვები, გაყიდვები და იპოვოს ახალი ბიზნესპარტნიორები. შედეგად, გამარტივებული ბიზნესპროცესების, შემცირებული საოპერაციო ხარჯების, ახალი ბიზნესპარტნიორებისა და დაზოგილი დროის ხარჯზე, ეფექტურად მართავთ თქვენს ბიზნესს, — გუჯა პარუნაშვილი, iTrade.ge -ის დამფუძნებელი.

ვინ არის iTrade.ge -ის მომხმარებელი?

iTrade.ge-ის მომხმარებელი ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებადი ყველა ბიზნესსუბიექტია. ისინი, ვისაც ესაჭიროება B2B შესყიდვები ან გაყიდვები, კომუნიკაცია სხვა ბიზნესსუბიექტებთან, პოტენციური მომწოდებლების თუ რეალიზატორების პოვნა, ბიზნესკატალოგზე წვდომა, სადაც წარმოდგენილია კომპანიები საქმიანობის სფეროს, ადგილმდებარეობის, თანამშრომელთა რაოდენობის, ბრუნვის მოცულობისა და სხვა კრიტერიუმის მიხედვით.

iTrade.ge-ის მიზანია, რომ რეგისტრირებულ კომპანიებს არამხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ყიდვა-გაყიდვის და პარტნიორების პოვნის, არამედ იმპორტ-ექსპორტის წარმოებისა და უცხოურ მომწოდებლებთან დაკავშირების საშუალება ჰქონდეთ. გუჯა პარუნაშვილი ამბობს, რომ ამ მიზნის შესასრულებლად ბიზნესისთვის გლობალურ სივრცეს შექმნიან, შესაბამისად, ახლო მომავალში იგეგმება პლატფორმის სხვა ქვეყნებში, კერძოდ ჩინურ, თურქულ და ევროპის ბაზარზე გატანა.

ამჟამად iTrade.ge-ის გუნდი 10 ადამიანს აერთიანებს, რომელიც დეველოპერების, დიზაინერებისა და გაყიდვების მენეჯერებისგან შედგება.

[R] 

„სპარი” 10 წლის იუბილეს 10 წლის წინანდელი ფასებით აღნიშნავს!

Google Chrome 3 ახალი ფუნქციით უმჯობესდება