in

ამბავი აუტისტური სპექტრის მქონე მამა-შვილზე

National Autistic Society შემოქმედებით სააგენტო Don’t Panic-თან გაერთიანდა, რათა ჩვენთვის აუტისტური სპექტრის მქონე მამა-შვილის ამბავი მოეყოლა. It’s How You Show Up მათი ყოველდღიური ცხოვრების მონაწილეს გვხდის და ამბავს მამის ემოციური ხმით გვიყვება. იმ ეპითეტებზე საუბრობს, რომლითაც მას მგრძნობიარე, რთულ და განსხვავებულ ინდივიდად ახასიათებდნენ. თუმცა, ახლა სამყაროს შეცვლის იმედი აქვს, იმის, რომ შვილი უკეთეს რეალობაში იცხოვრებს…

BOG

აუტიზმის გადმოცემა რთულია ეკრანზე… ამიტომაც ამ პროექტში ჩართული ადამიანებიდან ბევრი ან ნეიროდივერგენტი იყო, ან მსგავსი ახლობელი ადამიანი ჰყავდა. შედეგად მიღებული ფილმი კი იმედს მაძლევს, რომ შეგვიძლია ისეთი სამყაროს შექმნა, რომელშიც აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანები ბედნიერად იცხოვრებენ. ჩვენი მიზანი იყო, გვეჩვენებინა თაობათა შორის ცვლილების საჭიროება იმაში, თუ როგორი საზოგადოება ვიქნებით ჩვენ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებისთვის, რა რისკებია, რა შეგვიძლია და რა უნდა გავაკეთოთ აუცილებლად მათთვის მხარდამჭერი გარემოს შესაქმნელად, — ამბობს ადა როუზი, Don’t Panic-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი.

და თუ როგორ მოახერხეს ეს, თავად შეაფასეთ:

Global Finance-მა საქართველოს ბანკი 2025 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში

საქართველოს ბანკის საგაზაფხულო კამპანია – როგორ მიიღო PLUS ქულები, 5 000 და 10 000 ლარი