Coca-Cola-ს უახლესი კამპანია „It’s Magic When the World Comes Together“ ერთიანობის ძალას ასახავს. ის ემყარება რწმენას, რომ ერთად ყოფნის მომენტები, როგორიცაა სპორტსმენების ჩახუტება, ძლიერი ემოციების მატარებელია. მსგავსი განწყობის გამოსაკვეთად კი ბრენდმა წინა წლების ოლიმპიური თამაშების ისტორიული ჩანაწერები გამოიყენა, რაც რეალურობის განცდას ამძაფრებს.
ამაღელვებელი მომენტებით გაჯერებული ვიდეორგოლი შთაგვაგონებს, რომ ერთმანეთის გვერდით ყოფნას განსაკუთრებით დიდი ძალა აქვს. უშუალოდ Paris 2024-ის კონტექსტში კი ვხვდებით, რომ კონკურენციის მიღმა ოლიმპიადა სოლიდარობის, ურთიერთპატივისცემისა და საზიარო გამოცდილების დღესასწაულია.