კომპანია AXE – დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ჩინეთში ცნობილი როგორც Lynx, სტერეოტიპულ აზროვნებასთან ბრძოლის რთულ მისიას ახალი კამპანიით – ‘#IsItOkForGuys’ აგრძელებს. პროექტის ფარგლებში, 72Andsunny-სთან კოლაბორაციით, ჩატარდა საძიებო სისტემა Google-ში, მამაკაცების მიერ დასმული კითხვების კვლევა.
„ნორმალურია, თუ არა ბიჭისთვის სამკაულების ტარება?”
„ნორმალურია, თუ არა ბიჭისთვის იოგა?”
„ნორმალურია, თუ არა ბიჭისთვის ვარდისფერი ტანსაცმლის ტარება?” – ეს იმ კითხვათა, მცირე ჩამონათვალია, რომელთაც კაცები სვამენ Google-ში.
მარკეტერი გთავაზობთ კამპანიის ფარგლებში შექმნილ ვიდეორგოლს
იმედია, კამპანია დაეხმარება ბიჭებს, გათავისუფლდნენ საკუთარი თავისა და საზოგადოების მოლოდინების შეზღუდული ჩამონათვალისგან, იმისგან, რომ აუცილებლად უნდა იყვნენ მამრობითი სქესისთვის, საზოგადოების მხრიდან მიკერებული ფუნქციების შემსრულებლები, დამალონ საკუთარი გრძნობები, ჩაიცვან განსაზღვრულ სტილში და გადაჭრან პრობლემები თვითონ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი გრძნობენ, რომ სჭირდებათ დახმარება. AXE-ს პარტნიორ Promundo-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 66%-ს სჯერა, რომ საზოგადოებას აქვს მათი ძლიერი ქცევის მოლოდინი, ისეთ სიტუაციაშიც კი, როცა ისინი გრძნობენ თავს შეშინებულად. გამოკითხულთა 56%-მა კი აღიარა, რომ გრძნობდა შიშსა და დაურწმუნებლობას პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრისას.
„ნორმალურია ბიჭებისთვის, იყვნენ საკუთარი თავი?”
„ჩვენ გვინდა, დავინახოთ, რომ მამაკაცები არ იზღუდებიან იმაში, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ და რისი – არა. ჩვენ გვინდა, დავეხმაროთ მეტ კაცს, სტერეოტიპულ მამაკაცურობასთან ბრძოლის გზით. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ინკლუზიური საზოგადოება, სადაც ყველასთვის – ქალისა თუ კაცისათვის, შესაძლებელი და კომფორტული იქნება, წარმოადგენდეს იმას, ვინც უნდა, რომ იყოს” – AXE-ს ვიცე პრეზიდენტი რიკ სტრუბელი.