in ,

რას უნდა ველოდეთ Apple-ის 2019 წლის პირველი პრეზენტაციიდან – „შოუს დროა“

25 მარტს, Apple ტრადიციულ პრეზენტაციას გამართავს, რომელზეც ახალ პროდუქტებს წარმოგვიდგენს. ეს ერთადერთი წყაროა, საიდანაც კომპანიის ახალი პროდუქტების შესახებ სრულფასოვანი და სანდო ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. ეს იქნება 2019 წლის პირველი ოფიციალური ღონისძიება, რომელსაც Apple ჩაატარებს.

ტრადიციულად, Apple ღონისძიების სათაურში ყოველ ჯერზე რაღაც მინიშნებას მალავს. ამ შემთხვევაში, სათაურით ,,It’s Show Time” Apple ხაზს უსვამს სატელევიზიო თემასა და ვიდეომომსახურებას – Apple Video.

საქართველოში „ეფლის“ მომხმარებელთა ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი – გოგა ნადირაშვილი საქართველოს მაკის მომხმარებელთა პლატფორმა Gemug-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ კომპანია ყურადღებას ვიდეომომსახურებაზე აკეთებს, მოსალოდნელია ღონისძიებაზე იყვნენ მსოფლიო ვარსკვლავები: რეჟისორი JJ Abrams, მსახიობები Reese Witherspoon და Steve Carell, რომლებმაც უშუალო მონაწილეობა მიიღეს იმ სერიალების შექმნაში, რომელსაც Apple TV გვიჩვენებს.

თუმცა, Apple Video არ იქნება ერთადერთი პროდუქტი, რომლის საზოგადოებისთვის გაცნობასაც Apple გეგმავს. Gemug-ის ინფორმაცით Apple ამ ღონისძიებაზე შემდეგ სიახლეებს წარმოგვიდგენს: გამოწერის მომსახურება Apple News-ის ჟურნალებისთვის, iPad 7, iPad Mini 5, iPod Touch 7, უკაბელო ყურსასმენები AirPods 2, უკაბელო დატენვის მოწყობილობა AirPower.

უფრო ზუსტი ინფორმაცია Apple-ის ახალი პროდუქტების შესახებ ოფიციალური პრეზენტაციის შემდეგ გახდება ცნობილი.

Facebook დისკრიმინაციის წინააღმდეგ

“ყველაზე სწრაფი გემბლინგ პლატფორმა” – რა სიახლეები აქვს “კროკობეთს”?