in

Shutterstock-მა, ბოლო 6 წლის მანძილზე, პირველი მარკეტინგული კამპანია წამოიწყო

ფოტოებისა და ვიდეოს ონლაინ ბიბლიოთეკამ Shutterstock მარკეტინგული კამპანია წამოიწყო. კომპანიას სურს, ვიზუალური რესურსების სიმრავლის გარდა, სარეკლამო ინდუსტრიის, მარკეტინგისა და საკომუნიკაციო სფეროს წარმომადგენლებისთვის ამ რესურსის საჭიროებაზე გაამახვილოს ყურადღება.

სერვისის ახალი სლოგანია It’s not stock, it’s Shutterstock (“ეს არ არის საწყობი, ეს Shutterstock-ია”). სლოგანი კონკურენტულ უპირატესობას უსვამს ხაზს: მასალების სიმრავლეს, კრეატიულობასა და სერვისის მოქნილობას.

Shutterstock ამერიკული კომპანიაა, რომლის მარაგშია ფოტო, ვიდეო და მუსიკალური კონტენტი, ასევე, ინსტრუმენტები მათი რედაქტირებისთვის. კომპანია, 2003 წელს, ჯონ ორიგენმა დააარსა. დღეს, ის 550.000 ფოტოგრაფს, ხელოვანსა და ოპერატორს აერთიანებს. ყოველკვირეულად, კომპანიის ბიბლიოთეკას 1.5 მლნ ილუსტრაცია, ვიდეო ან მუსიკალური ჩანაწერი ემატება. საერთო ჯამში, Shutterstock-ზე 200 მლნ ნამუშევარია წარმოდგენილი.

„ითამაშე მხოლოდ სიამოვნებისთვის“ – ანდრეა პირლო Europebet-ის ვიდეორგოლში

რა უნდა ვიცოდეთ „საქართველოს ვარსკვლავზე“ – პროექტის 3 მნიშვნელოვანი სიახლე