in

ჰოლივუდის ვარსკვლავები ებოლას წინააღმდეგ

ჰოლივუდის ვარსკვლავებმა მოკლემეტრაჟიან ფილმში მიიღეს მონაწილეობა, რომლის ავტორებიც ხელისუფლებას ებოლას ვირუსის შესაჩერებლად შესაბამისი ძალების ჩართვისკენ მოუწოდებენ.

ფილმის გადაღების ინიციატორი საერთაშორისო ორგანიზაცია “ONE” გახდა. ორგანიზაციის დამფუძნებელი მილიონერი ფილანტროპი – პოლ დევიდ ჰიუსონია, რომელსაც თქვენ იცნობთ, როგორც მომღერალს და U2 დამფუძნებელ – ბონოს.

პროექტი “ებოლა: მოლოდინის რეჟიმი” – ს მესიჯი ასე ჟღერს:

“პატივცემულო მსოფლიო ლიდერებო,

ჩვენ ველოდებით თქვენს მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და დახმარებას ებოლას ვირუსის დასამარცხებლად.”

ებოლას ვირუსი – იშვიათი დაავადებაა, რომელიც პირველად აფრიკაში დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით  ვირუსმა 5,7 ათასი ადამიანი იმსხვერპლა.  ბოლო მონაცემებით ვირუსით დაავადებულთა რიცხვი 16 000 ადამიანს აღწევს.

7UP-ის განახლებული აიდენტიკა

Lumia 930 & Lumia 1020 PhotoShoot-ი თბილისში