21
Mar
2019

„კოკა – კოლას“ ახალი ეტიკეტი

21 Mar 2019

„კოკა – კოლას“ ეტიკეტის ახალი დიზაინი აქვს. ეს შეფუთვა არა რომელიმე ერთი ქვეყნის, არამედ, გლობალური ბაზრისთვის შეიქმნა და ბრენდის ბოლო კამპანიის “It’s Time To Eat Together” (დროა, ერთად ვჭამოთ) ნაწილია. 

„პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კონფლიქტების სამყაროში, გვინდოდა გვეჩვენებინა, რაც ადამიანებს ერთმანეთისგან გვაშორებს, შეგვიძლია მოვაგვაროთ, თუ ყველა ერთ დიდ, საერთო სუფრას შემოვუსხდებით. სხვადასხვა გემოს შეუძლია მსოფლიოში იმის მიღწევა, რასაც პოლიტიკა, რელიგია, კულტურა და იდეოლოგია ვერ ახერხებს. აი, რატომ მოსწონს ყველას გემრიელი საკვები. უჩვეულო არომატს, შეუძლია ნებისმიერი ბარიერის დანგრევა“, – ამბობს Geometry-ის კრეატივის აღმასრულებელი დირექტორი ხუან ხოსე პოსადა.

„კოკა-კოლას“ ახალი ეტიკეტის დიზაინი სააგენტო Geometry-ის ეკუთნის. პროდუქტი ამ შეფუთვით ლათინურ ამერიკის, ევროპის, აფრიკის, თურქეთისა და კავკასიის ქვეყნებში გაიყიდება.

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორიას“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ, პროდუქტის აღნიშნული შეფუთვით გამოშვება საქართველოში, ამ ეტაპზე, არ იგეგმება.

Credits:

Design Agency Name: Geometry
Organisation/Project Type: Agency, Published Commercial Design
Article Title: Geometry Creates Global Packaging for the Campaign “It’s Time to Eat Together” for Coca-Cola.
Brand / Project Name: “It´s Time to Eat Together” for Coca-Cola
External Design Credits: Illustrator: Camilla Perkins
Production Credits : Credits: Coca-Cola: Aidee Rodrigues – Design Sr. Manager Alejandro Esparza – Brand Manager José María Bezanilla – Imc Manager Illustrator: Camilla Perkins Photography: Latina.La Geometry: Juan Jose Posada – Executive Creative Director LatAm Mauricio Granillo – General Creative Director Santiago Aguilar – Sr. Art Director Víctor Rodríguez – Sr. Art Director Estephanye Lara – Art Director Marco Vázquez – Art Director Florina Alexandru – Group Creative Director Andreea Clincea – Art Director Maria Guseth – Art Director Ana Militaru – Copywriter Mihai Fetcu – Creative Director
Project Type: Consumer Brand Creation
Strategic Deliverables: Consumer Research / Insight
Design Deliverables: Consumer Brand Creation, Consumer Graphic Packaging Design
Location: Global Network
Market Country: Multiple Countries
Market Region: Global
Project Category: Beverages
Consumer Packaging Format: Bottle, Can
Consumer Substrate / Material: Glass, Metal, Plastic 

განხილვა