in

დროა, ბრენდები ციფრულ კულტურას შეუერთდნენ

მრავალწლიანი ბრენდებისთვის ტექნოლოგიური ცვლილებებისთვის ფეხის აწყობა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, არადა ბრენდინგი მეტავერსშიც ძალიან საჭიროა. ძველი მიდგომები ახალ ციფრულ რეალობას არ შეესაბამება. მართალია, არსებული წესებისთვის თავის დანებება არც ისე მარტივია, მაგრამ ახლა საუკეთესო დროა ამის დასაწყებად. პრაქტიკულად, ეს ნიშნავს კულტურაში ჩართვას და არა, მისთვის ხელის შეშლას.

იპოვეთ თქვენი ნიშა

უპირველესად, უნდა გავიაზროთ Web 3.0-ის მიღმა არსებული ისტორია. რეალურად რომ ვთქვათ, ბევრი არსებული ნიშ-კულტურის ნაკლებად გააზრებამ იმედგაცრუებამდე მიგვიყვანა, რაც ყველამ განვიცადეთ Web 2.0-ის დროს — მასიურად ცენტრალიზებული დაწესებულებები აკონტროლებდნენ კულტურისა და ინფორმაციების ნაკადს. მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმები ყოველთვის ამბობენ, რომ ისინი განსხვავებული ხმების გაჟღერების სივრცეა, რეალობა მაინც ერთგვაროვნებაა. ამან კი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმაში, რომ ახალგაზრდები ახალი ტიპის ინტერნეტისკენ მიისწრაფვიან, რომელიც აღიარებს ნიშებსა და ინდივიდებს. სწორედ ამიტომ, დღეს Web 3.0-ში შესვლა და ბრენდების რბოლაში ჩართვა აუცილებელია. 

კულტურის შიგნით ყოფნა გულისხმობს ბევრი განსხვავებული ადგილის გააზრებას, როგორც ონლაინ, ისე რეალურ გარემოში, ანუ იმ სივრცეებში ყოფნას, სადაც თქვენი აუდიტორიაა და იმის ცოდნასაც, თუ როგორ მოქმედებენ ისინი. მსგავსად, მარკეტინგული იდეებიც უკეთ ესადაგება მათ. ახალი წესებით კი ეს ჰიპერ-სპეციფიკურია. შესაბამისად, ნიშების ეპოქაში ფართო მასებისთვის გათვლილი მარკეტინგი ნაკლებად ეფექტურია. 

აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს არსებულ კულტურაზე დიდად ზემოქმედებს ზეტ თაობა. ეს კულტურა კი, თავის მხრივ, უკავშირდება მოულოდნელ თანამშრომლობებსა და შეუზღუდავ ქმედებებს…

მიჰყევით წესებს

მეტავერსის შეუზღუდავ ვარიანტებში ბრენდები და მათი შეტყობინებების ცვლა იმაზე მარტივია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. როგორც ბრენდმა, თქვენ უნდა შექმნათ რაღაც ისეთი, რაშიც მომხმარებლებს სურთ ჩართვა; ამავდროულად, დროული და იმდენად მაგარია, რომ რაღაცას მატებს მათ ცხოვრებასა თუ გამოცდილებას. როცა დაადგენთ, სად არის თქვენი აუდიტორია, წესებს უნდა გაჰყვეთ. პრაქტიკულად, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ მიერ არჩეული პლატფორმა ზუსტად იმ მიზნით გამოიყენოთ, როგორც თავდაპირველად განიზრახეთ.

უნდა იცოდეთ, რა სურს თქვენს აუდიტორიას, რაც საკმაოდ კონკრეტულიც უნდა იყოს. კულტურაში შებიჯებისთვის უნდა ენდოთ ადამიანებს, რომლებიც მას ყოველდღიურად ქმნიან. ამიტომ, სწორი ურთიერთობების ქონა სწორ მოთამაშეებთან, ინფლუენსერებსა და ადამიანებთან, რომლებიც თქვენს ბიზნესში არიან, კრიტიკული ელემენტია თქვენივე წარმატებისათვის. არა მხოლოდ იმიტომ, რომ სწორი შეხედულებები მიიღოთ და უპირატესობაც მოიპოვოთ, არამედ იმიტომ, რომ სწორი გადაწყვეტილების მიმღები პირები გჭირდებათ, რომლებსაც საუბრის გარეშე ესმით, რა შეგიძლიათ და რა, არა. ასე კი, საბოლოოდ, თქვენს ჩრდილოეთის ვარსკვლავსაც მიაღწევთ. 

მოერგეთ და არ გამოირჩეოდეთ

აუცილებელია, იმის გააზრება, თუ რატომ არსებობენ ადამიანები მათივე არჩეულ სივრცეში. ხშირად ეს არის მრავალფეროვანი იდენტობის ასპექტისა თუ ასპექტების გამოხატვა, რაც მათ ჩვეულებრივ რეალურ სამყაროში არ შეუძლიათ. თუმცა ეს შეზღუდვებისგან გათავისუფლება უფროა, ვიდრე რაღაცისგან თავის დაღწევა. 

ონლაინ ავატარები, რომლებსაც დღეს მილიონობით ადამიანი იყენებს, ამის შესანიშნავი მაგალითია — ავატარისთვის სასურველი ტანსაცმლის არჩევა ძლიერი იარაღი გახდა იდენტობის გამოსახატად ონლაინ სივრცეში. ციფრული გარდერობის ნაწილად ყოფნა კი შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ბრენდებს კულტურაში ჩართვა. 

შეწყვიტეთ ყვირილი, დაიწყეთ მოსმენა

უბრალოდ ყვირილი, რასაც რეკლამის განმთვსებლები საკმაოდ დიდი ხანია მიმართავენ, არ მუშაობს. მეტავერსის ამბიციების ქონა ბრენდისთვის ბევრი რაღაცის გადახედვას ნიშნავს. დიახ, ის, რაც ადრე, როგორც მარკეტერმა ისწავლეთ, ნაკლებად გამოგადგებათ, რადგან ეს სულ სხვა სამყაროა. საუკეთესო ბრენდები კი კულტურას შიგნიდან ქმნიან. პრაქტიკულად, ისინი განსაზღვრავენ, რამდენად მოერგება მათი ბრენდი მეტავერსს საზოგადოებასთან ჩართვით, გრძელვადიანი სტრატეგიითა თუ იმ აქტოვობების შექმნით, რომლებშიც ადამიანებს სურთ ჩართვა — კულტურული მომენტები, რომლებიც მომხმარებლის ცხოვრებას დამატებით ღირებულებას მატებს. 

თქვენი ბრენდის მოტივაციის გააზრება მეტავერსის პროდუქტის გაშვებამდე კი ისეთივე მნიშნელოვანია, როგორც იმ საზოგადოებასთან ჩართვა, რომლებიც ამას გამოიყენებენ. კულტურის გააზრება წარმოქმნის ბრენდებს და მათ უფრო რელევანტურად, ხილულად და დაფასებულად აქცევს იმ სივრცეში, რომელშიც არიან. 

როგორ გვეხმარება მომავლის წარმოდგენა წარმატების მიღწევაში

Forbes Georgia-ს პროექტზე 30 UNDER 30 განაცხადების მიღება დაიწყო