8
Apr
2019

დაიშლება თუ არა iTunes?

8 Apr 2019

ოპერაციული სისტემა macOS 10.15-ის გამოსვლის შემდეგ, Apple გეგმავს შექმნას ცალკეული აპლიკაციები მუსიკისთვის, წიგნებისა და პოდკასტისთვის. ამის შესახებ iOS-ის ცნობილმა დეველოპერმა – სტივ ტროუტონ-სმიტმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, კომპანია Books-ის, Music-ისა და Podcast-ის აპლიკაციაზე მუშაობს, რისთვისაც ჩარჩო UIKit-ს გამოიყენებს.

ამ ტიპის აპლიკაციების გაჩენა კი ნიშნავს, რომ iTunes რამდენიმე ნაწილად დაიყოფა. სმიტის აზრით, აპლიკაციები – Music, Podcasts და Books პროექტ Marzipan-ის შემდეგი ტალღა იქნება. აღსანიშნავია, რომ Marzipan უკვე მუშაობს როგორც iOS-ზე, ასევე, macOS-ზე.

განხილვა