რამდენადაც დღეს მნიშვნელოვანი და ღირებულია შიდა და გარე ქსელების შექმნა, იმდენადვე მნიშვნელოვანია კოლეგებთან თუ მენეჯერებთან მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება, მათგან თქვენი, როგორც სანდო და გუნდური მოთამაშის აღქმა. ჩვენ კი ჩვენივე თხოვნების გაჟღერება კარიერის ადრეულ ეტაპზევე უნდა დავიწყოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ახალი პოზიციის გასაუბრების დროს პროფესიული განვითარებისთვის კონკრეტული ბიუჯეტი მოითხოვოთ ან იმ ადამიანს სთხოვოთ მენტორობა, რომელსაც მხოლოდ რამდენიმეჯერ შეხვდით.
ნებისმიერ შემთხვევაში ეს 4 სტრატეგია დაგეხმარებათ, რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღოთ ადრეული ურთიერთობებისგან.
გამოიყენეთ ჯანსაღი ურთიერთობების „ჯადოსნური თანაფარდობა“
ურთიერთობების მკვლევარს ჯონ გოტმანს თუ დავეყრდნობით, ჯანსაღი და სტაბილური ურთიერთობების „ჯადოსნური თანაფარდობა“ 5-დან 1-მდე მერყეობს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანთა შორის ურთიერთობაში წარმოქმნილ ყოველ ნეგატიურ შეგრძნებას ან ურთიერთქმედებას 5 დადებითი გრძნობა და ინტერაქცია მოჰყვება.
იმის ნაცვლად, რომ დახარჯოთ დრო ფიქრში, თუ როგორ თხოვოთ იმ ადამიანს თქვენთვის რაღაცის გაკეთება, რომელსაც საკმარისად კარგად არ იცნობთ, გამოიყენეთ ეს დრო მათთან პოზიტიური ინტერაქციების გასაზრდელად.
აქ კი რამდენიმე მაგალითია მოცემული, რაც ზემოთ აღნიშნული 5 სარგებლის მიღებაში დაგეხმარებათ:
- გაუგზავნეთ მათ სტატია, რომელზეც, ფიქრობთ, რომ დააინტერესებთ
- პარასკევს ჰკითხეთ, რა დაგეგმეს შაბათ-კვირისთვის და შემდეგ თქვენი გეგმაც გაუზიარეთ
- მათი ან კომპანიის სახელი Google Alert-ში დაამატეთ და აცნობეთ, როცა ახალ ამბები იქნებიან
- მოიწვიეთ იმ ღონისძიებაზე, რომელსაც მასპინძლობთ ან ესწრებით, იქნება ეს live რეჟიმში თუ ვირტუალურად
- მადლობა გადაუხადეთ იმ საქმის შესრულებისთვის, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო და გაუზიარეთ, თუ რა გავლენა ჰქონდა ამას.
შემდეგ კი თხოვეთ! ეს ყველაფერი პოზიტიური ინტერაქციის კონტექსტში გაგრძელდება და ურთიერთობაშიც რაიმე პრობლემას ნაკლებად იგრძნობთ.
ითხოვეთ, მაგრამ არ მოითხოვოთ
მოთხოვნა სხვა ადამიანს თავს ვალდებულად აგრძნობინებს, თქვას „კი“, თხოვნის დროს კი შეუძლიათ თქვან „კი“, „არა“ ან შესთავაზონ სხვა რამ. ეს გასაუბრების, მოქნილობის, კომპრომისის საშუალებას გაძლევთ. სხვების საჭიროებებს, ღირებულებებსა თუ ინტერესებს გაცნობებთ და გამოსავალსაც გთავაზობთ.
შესაძლოა, ჟღერდეს ისე, როგორც თქვენი უფროსისთვის შემდეგი ფრაზის თქმა: „მინდა, რომ მომავალ თვეში 4-დღიანი დასვენება მქონდეს. შვებულების დრო მაქვს, მაგრამ მინდა დავრწმუნდე, რომ გუნდის დანარჩენი წევრების განრიგს ხელს არ შევუშლი. რას ფიქრობთ?“. ან, თუნდაც: „მე ვიცი, რომ თქვენ ურთიერთობების დამყარება შეგიძლიათ, კარგი იქნებოდა, თუ თქვენი LinkedIn-ის ქსელიდან ვინმეს გამაცნობდით. კომფორტულია ეს თქვენთვის? თუ არა, გასაგები იქნება“.
იყავით პირდაპირი, გქონდეთ სურვილი იკითხოთ არაერთხელ და შეძლოთ გაგრძელება, როცა პასუხი არის „არა“.
დაინტერესდით, რას ნიშნავს „არა“, რათა იგი „დიახ“ გახდეს
შესაძლოა, 5000-დოლარიანი საქველმოქმედო საჩუქრის თხოვნისას „არა“ ნიშნავდეს:
- არა, ახლა არა (როდის იქნება უკეთესი დრო?)
- არა, ამ რაოდენობით (რა რაოდენობა იმუშავებდა?)
- არა, ამ მიზეზით (რა მიზეზები აინტერესებს?)
ეს იშვიათად ნიშნავს „არას, იმიტომ, რომ მე არ მომწონხარ“.
თუ ახალ პროფესიონალურ ურთიერთობაში ხართ, ეს „არა“ თქვენს თხოვნებზე პირადულად შეიძლება მიიღოთ — თქვენი უფროსი ფიქრობს, რომ საზღვარგარეთ კლიენტებთან შეხვედრას არ იმსახურებთ, ან თქვენი თანამშრომელი არ მიიჩნევს, რომ კონკრეტული სამსახურის მიღებას შეძლებთ…
მაგრამ ეს ყველაფერი თქვენი წარმოსახვაა, სანამ არ გაგიჩნდებათ სურვილი, იკითხოთ, რას ნიშნავს „არა“. დაინტერესდით, რატომ გამოგაყოლათ თქვენმა უფროსმა მოგზაურობისას თანამშრომელი, ან თქვენი კოლეგა რა ტიპის მასალების განსახილველად არის მზად. შემდეგ კი მოახერხებთ უკეთ თხოვოთ ის, რაც გსურთ.
განავითარეთ დადებითი ეფექტი
ემოციების უმეტესობის მსგავსად, პოზიტივიც გადამდებია. და ვინ დაგითმობთ თავის დროს, ენერგიას, ყურადღებასა და რესურსებს? ის, ვინც ნეგატიურად გთვლით თუ ის, ვინც ოპტიმისტად და იმედიანად მიგიჩნევთ? დიდი ალბათობით, კითხვაზე პასუხი ეს უკანასკნელია.
ფსიქოლოგის მარტინ სელიგმანის მიხედვით, მხიარულებისა და კომფორტის შეგრძნებები ცხოვრებით კმაყოფილების საფუძველია. როცა სხვებს სიხარულით უახლოვდებით, სავარაუდოდ, ეს ამართლებს კიდეც. ხოლო, როცა თხოვნას კომფორტის ზონიდან აჟღერებთ, სხვა ადამიანსაც თავს კომფორტულად აგრძნობინებთ და თუ მხიარული ხართ, უფრო სავარაუდოა, რომ თქვენ სხვისი დღის გაბედნიერებას შეძლებთ.
რომელია ყველაზე ცუდი სცენარი? როცა ადამიანი გეუბნებათ, რომ ვერ დაგეხმარებათ… თქვენ შეგიძლიათ თქვენი დადებითი დამოკიდებულება გამოიყენოთ, რათა თავდაპირველ მდგომარეობას დაუბრუნდეთ.
და თუ გიჭირთ სამსახურსა თუ ცხოვრებაში ნათელი წერტილის დანახვა, სელიგმანი გირჩევთ, რომ ყოველდღიურად ის 3 საკითხი ჩამოწეროთ, რომელიც კარგად განვითარდა და ის მიზეზები, თუ რატომ მოხდა ასე. მან ისიც აღმოაჩინა, რომ ადამიანები, რომლებიც ამ მეთოდს 6 თვის მანძილზე მიმართავდნენ, აღენიშნებოდათ დაბალი დეპრესიისა და სიბრაზის დონე, ცხოვრებით კმაყოფილების მაჩვენებელი კი ბევრად მაღალი იყო.
შესაძლოა, კარიერისა თუ ურთიერთობის დაწყების ადრეულ ეტაპზევე მსგავსი „ცივი თხოვნების“ გაჟღერება რთულიც იყოს, მაგრამ თუ მეცნიერებას დავეყრდნობით, რა მუშაობს ურთიერთობებში და ამას კავშირის ხელოვნებასთან გავაერთიანებთ, ჩვენ შეგვეძლება მივიღოთ ყველაფერი, რაც გვჭირდება და ცოტა რამ ისეთიც, რაც უბრალოდ გვინდა.
წყარო: HBR